ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი - ელენე ხოშტარიასთან პირადი ექიმის დაშვებაზე არანაირი შეფერხება არ ყოფილა, მის მიერ მოთხოვნილი ექიმი ნომერ მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში არ მოსულა

პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი - ელენე ხოშტარიასთან პირადი ექიმის დაშვებაზე არანაირი შეფერხება არ ყოფილა, მის მიერ მოთხოვნილი ექიმი ნომერ მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში არ მოსულა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პროცესი, რაც ზოგადად, ელენე ხოშტარიასთან მიმართებით მიმდინარეობს, მართლა უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემდეგ, მას მყისიერად ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა, -…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პროცესი, რაც ზოგადად, ელენე ხოშტარიასთან მიმართებით მიმდინარეობს, მართლა უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემდეგ, მას მყისიერად ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა, -…

პროცესი, რაც ზოგადად, ელენე ხოშტარიასთან მიმართებით მიმდინარეობს, მართლა უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემდეგ, მას მყისიერად ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საბედნიეროდ, ლაბორატორიული კვლევების პასუხი არის უარყოფითი კონკრეტულად იმ დაავადებასთან მიმართებით, რომელზეც მსჯავრდებულს ჰქონდა ეჭვი. მსჯავრდებულთან დაწესებულებაში პირადი ექიმის დაშვებასთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ ყოფილა. მოთხოვნილი იყო სავალდებულო, მინიმალური სახის დოკუმენტაცია, ეს მართლაც ღიმილის მომგვრელია, ეს იყო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი და ასევე, შესაბამისი დარგის სპეციალობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც მერწმუნეთ, ნებისმიერ ექიმს უნდა ჰქონდეს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და შესაბამისი ექიმის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომ ეს ექიმი არის შესაბამისი დარგის სპეციალისტი და სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში მოხდება დაშვება. მას ის დაავადება არ სჭირდა, რომელზეც მისი მხარე აპელირებს. ექიმი დაწესებულებაში არ მოსულა. მის მიერ მოთხოვნილი ექიმი ჩვენთან, ნომერ მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში არ მოსულა“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

მისი თქმით, პენიტენციურ სამსახურს დაახლოებით 4 დღის წინ მიმართეს კვლევების ჩატარების თაობაზე, მანამდე კი ელენე ხოშტარიას მხრიდან გამოკვლევებზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა.

„ხაზს ვუსვამ, მისი მოთხოვნისამებრ განხორციელდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები და თან არაერთგზის“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს