ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

სოზარ სუბარი გენერალურ პროკურორს: რატომ ჭიანურდება ყინწვისის საქმეზე დაზარალებულების ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების პროცესი?

სოზარ სუბარი გენერალურ პროკურორს: რატომ ჭიანურდება ყინწვისის საქმეზე დაზარალებულების ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების პროცესი?
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარლამენტში, გენერალური პროკურორის ანგარიშის მოსმენისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ყინწვისის საქმეზე დაზარალებულთა უფლებების აღდგენისა და სამოქალაქო წესით ქონებრივი და მო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარლამენტში, გენერალური პროკურორის ანგარიშის მოსმენისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ყინწვისის საქმეზე დაზარალებულთა უფლებების აღდგენისა და სამოქალაქო წესით ქონებრივი და მო…

პარლამენტში, გენერალური პროკურორის ანგარიშის მოსმენისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ყინწვისის საქმეზე დაზარალებულთა უფლებების აღდგენისა და სამოქალაქო წესით ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების პროცესის გაჭიანურებაზე ისაუბრა და პროკურორს დამატებითი ყურადღებისკენ მოუწოდა.

“ჩემი კითხვა შეეხება “საქართველოს პარლამენტის 2003-2012 წლების რეჟიმისა და თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის” საქმიანობის შედეგს. კომისიის ფარგლებში ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საქართველოს პროკურატურასთან, ისევე როგორც სხვა უწყებებთან. კომისიის მოსმენებმა გააცოცხლა ბევრი ადამიანის ტკივილი და კიდევ ერთხელ გვაჩვენა სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე, თუ როგორ არაადამიანურად ექცეოდა ის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ ამ ადამიანების უფლებების აღდგენა, სამწუხაროდ, კიდევ შორსაა. ბევრი მათგანი დღემდე ეძებს სამართალს და ხშირ შემთხვევაში მათ რჩებათ განცდა, რომ როცა პროკურატურაში მიდიან, მათი პრობლემები სათანადოდ არ მიაქვთ გულთან (ვგულისხმობ კომისიაზე დაკითხულ ადამიანებს).

მესმის, რომ ზოგჯერ შეიძლება გადაჭარბებულიც იყოს ამ მრავალჭირგადატანილი ადამიანების განცდები, ამიტომ აქ არ დავასახელებ არც კონკრეტულ მომჩივანებს და არც კონკრეტულ პროკურორებს, უბრალოდ მინდა ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ამ ადამიანების მიმართ და მეტი გაკეთდეს მათი უფლებების აღდგენისთვის.

ერთ საქმეს დავასახელებ მაგალითისთვის და არა კონკრეტული რეაგირებისთვის - საუბარია ყინწვისის საქმეზე, ყველამ კარგად იცით ეს საქმე. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა შეთითხნილი ბრალდებები წარუდგინა და უსასტიკესად აწამა. გასაოცარია, სიკვდილს როგორ გადაურჩნენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ აწამეს და მოახდევინეს უკანონო პატიმრობა, არამედ წაართვეს ქონებები. დღეს მათი საქმეები არის სასამართლოში და ითხოვენ მინიმალურ დონეზე მატერიალურ ანაზღაურებას. პროკურატურა ამ საქმეში ჩართულია, თუმცა, ჩემი აზრით, პროკურატურა ამ და სხვა მსგავს პროცესებზე დაზარალებულის ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს და მოპასუხე უნდა იყოს რომელიმე სხვა უწყება, მაგალითად ეკონომიკის ან ფინანსთა სამინისტრო.

ასეთი საქმეები, სამწუხაროდ, თვეობით ჭიანურდება, არ უჩანს დასასრული და ასეთი უფლებადარღვეული ბევრია. ჩემი თხოვნაც და მოწოდებაც არის, რომ თქვენმა უწყებამ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ამ და სხვა მსგავს საკითხებს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დეპუტატის კითხვებზე საპასუხოდ გენერალურმა პროკურორმა გიორი გვარაკიძემ განაცხადა, რომ სწორედ პროკურატურის ინიციატივით ყინწვისის საქმეზე დაზარალებულების განაჩენები გადაისინჯა და გამამართლებელი განაჩენები დადგა. მისი თქმით, ამჟამად ისინი სამოქალაქო წესით ითხოვენ ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურებას და პროკურატურა, კანონით ვალდებულია ამ პროცესში სახელმწიფოს ინტერესებს წარმოადგენდეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს