ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

შალვა პაპუაშვილი: ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამმართველოს ამოქმედების დღიდან სულ რაღაც ორ კვირაში, რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის გამოხატულება სოციალურ მედიაში

შალვა პაპუაშვილი: ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამმართველოს ამოქმედების დღიდან სულ რაღაც ორ კვირაში, რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის გამოხატულება სოციალურ მედიაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამმართველოს ამოქმედების დღიდან სულ რაღაც ორ კვირაში, რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის გამოხატულება სოციალურ მედიაში, - განაცხადა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამმართველოს ამოქმედების დღიდან სულ რაღაც ორ კვირაში, რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის გამოხატულება სოციალურ მედიაში, - განაცხადა…

ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამმართველოს ამოქმედების დღიდან სულ რაღაც ორ კვირაში, რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის გამოხატულება სოციალურ მედიაში, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, სიძულვილი და სიძულვილის წახალისება, რომელიც დღეს სიმბოლოდ იქცა პროევროპულობისა, სინამდვილეში არის ინსტრუმენტი ერების დაქვემდებარების.

„ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამმართველოს ამოქმედების დღიდან სულ რაღაც ორ კვირაში, რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის გამოხატულება სოციალურ მედიაში. აღმოჩნდა, რომ თურმე რა ადვილი ყოფილა ამ პრობლემის გადაწყვეტა. თურმე როგორ გვახვევდნენ თავს გამოხატვის თავისუფლების სახელით სინამდვილეში დაპირისპირების და საზოგადოების გავლენის ქვეშ მოქცევის ინსტრუმენტს. სიძულვილი და სიძულვილის წახალისება, რომელიც დღეს სიმბოლოდ იქცა პროევროპულობისა, სინამდვილეში არის ინსტრუმენტი ერების დაქვემდებარების, ვინაიდან ეს პრინციპი, რომელიც ჯერ კიდევ ძველ რომში მოქმედებდა, ეს პრინციპი მოქმედებს დღესაც - „დაყავი და იბატონე“. ასე გვყოფდნენ იმისთვის, რომ ებატონათ ჩვენზე და გამოერეცხათ ტვინები ადამიანებისთვის, დაემორჩილებინათ მათი გენერალური ხაზისთვის, ვინაიდან სიძულვილის ენის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ადამიანების დათრგუნვა, ბულინგი, რომ მათ საკუთარი აზრი არ გამოეხატათ, მათ შორის სოცმედიაში ამ ბულინგის შედეგად. აი, ეს მოგვიტანა პროევროპულმა მიდგომებმა ვითომ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

თქვენ ნახეთ, რომ მაისში იყო, საია დამარცხდა სტრასბურგში სწორედ იმიტომ, რომ იცავდა სიძულვილის ენას. სტრასბურგმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სიძულვილის ენა ეს არ არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. წარმოდგენით, საია ვისი ფულით აკეთებდა ამას. ბრიუსელის დაფინანსებით ცდილობდა საქართველოში ლანძღვის, გინების, სიძულვილის ენის დაცვას და დამკვიდრებას.

ეს თუ არ რცხვენიათ იმ ელჩებს, რომლებიც აფინანსებდნენ ამ ორგანიზაციას. ასეთი მხილება, რომ მათი ფულით იყო მცდელობა, არამხოლოდ სიძულვილის ენის წახალისება, არამედ როდესაც ამაზე სახელმწიფოს ჰქონდა რეაქცია, ეს რეაქცია დაეთრგუნათ იმისთვის, რომ ჰქონოდა მეტი შესაძლებლობა სიძულვილის ენას. ამაში დახარჯეს ევროკავშირის მოქალაქეების ფული. გადასახადების გადამხდელების ფულს ხარჯავდნენ სიძულვილის ლეგალიზებაში და ნორმალიზებაში. ასე, რომ აქაც დადასტურდა თუ ვის მხარეზე დგანან ხოლმე უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“. კარგია, რომ სტრასბურგმა ამ საკითხს ძალიან მკაფიო პასუხი გასცა“, - აღნიშნა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს