ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

პაატა სალია – ხოშტარიას ყველა მომსახურება გაეწია, სპეკულაციაა, თითქოს ექიმი ვერ ახერხებს შესვლას, მათი მხრიდან ვერ მოხდა დაწესებულებაში შესვლისთვის საჭირო დოკუმენტების მოწოდება

პაატა სალია – ხოშტარიას ყველა მომსახურება გაეწია, სპეკულაციაა, თითქოს ექიმი ვერ ახერხებს შესვლას, მათი მხრიდან ვერ მოხდა დაწესებულებაში შესვლისთვის საჭირო დოკუმენტების მოწოდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, ელენე ხოშტარიას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია. მისივე თქმით, სპეკულაციაა, თითქოს კონკრეტული ექიმი ვერ ახერხებს ელენე ხოშტარიას მონახულებას. როგორც პაა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, ელენე ხოშტარიას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია. მისივე თქმით, სპეკულაციაა, თითქოს კონკრეტული ექიმი ვერ ახერხებს ელენე ხოშტარიას მონახულებას. როგორც პაა…

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, ელენე ხოშტარიას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია.

მისივე თქმით, სპეკულაციაა, თითქოს კონკრეტული ექიმი ვერ ახერხებს ელენე ხოშტარიას მონახულებას. როგორც პაატა სალიამ განმარტა, პენიტენციურ სამსახურს დაწესებულებაში შესვლისთვის შესაბამისი დოკუმენტები ვერ მიაწოდეს და ამიტომ ვერ მოხერხდა ექიმის სესვლა.

„პირველივე დღიდან, როდესაც ელენე ხოშტარიას სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მიეწოდებოდა სამედიცინო მომსახურების სრული სპექტრი, რაც სჭირდებოდა. ამის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იყო, თუმცა ყოველ ჯერზე მცდელობაა სპეკულაციების და ყოველ ჯერზე გვიწევს, დასაბუთებულად გავცეთ პასუხი, რომ ეს ყველაფერი სპეკულაციაა.

სპეკულაციაა, თითქოს ექიმი ვერ ახერხებს შესვლას. იცით, რატომ ვერ ახერხებს ექიმი შესვლას? პენიტენციურ სამსახურს ექიმის პირადობის მოწმობის ასლი და შესაბამის სამედიცინო სფეროში ექიმის სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ვერ მიაწოდეს. ეს არის ყველაფერი. სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოხატავდა და გამოხატავს, რომ როგორც კი ეს დოკუმენტაცია მიწოდებული იქნება, ექიმი შეძლებს შესვლას და ხოშტარიას მონახულებას.

არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე მსჯავრდებულის ან ბრალდებულის მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებლობა ყოფილიყო მისი კერძო კლინიკაში გადაყვანის და ეს არ მომხდარიყო. ანალოგიურად, ხოშტარიასაც გაეწია ყველა მომსახურება. ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ იმ ექიმის მოყვანაზე, ვის შესახებაც მოგვაწოდა ინფორმაცია, უბრალოდ, მათი მხრიდან ვერ მოხდა დოკუმენტების მოწოდება. მოგეხსენებათ, პენიტენციურ დაწესებულებებში თავისუფლად ვერავინ შევა.

საბედნიეროდ, გამოირიცხა დიაგნოზი, რაზეც მას ეჭვი ჰქონდა. როგორც სამედიცინო პერსონალისგან ვიცით, მიმდინარეობს დამატებითი შემოწმებები. რაიმე საგანგაშო მდგომარეობა ამჟამად არ არის. პენიტენციურ დაწესებულებაში მოიტანონ დოკუმენტები და შებრძანდეს ექიმი. შემდეგ გვეცოდინება, რა მდგომარეობაა კონკრეტული მიმართულებით“, – განაცხადა პაატა სალიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს