ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო. ცვლილებების ძირითადი არსი პარლამენტის წევრებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო. ცვლილებების ძირითადი არსი პარლამენტის წევრებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის…

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო.

ცვლილებების ძირითადი არსი პარლამენტის წევრებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გააცნო.

კანონპროექტის თანახმად, გრანტის გამცემ სუბიექტად განისაზღვრება საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“.

ამასთან, აღნიშნული ფონდი ემატება გრანტის მიმღებ სუბიექტთა ჩამონათვალს და დგინდება, რომ მისთვის საწესდებო მიზნების განსახორციელებლად გადაცემული სახსრები შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს გრანტად.

პროექტით ასევე განისაზღვრება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში, გრანტის გაცემაზე თანხმობის მიღებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის წესი.

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ 2025 წელს კლიმატის ცვლილების მწვანე ფონდის აკრედიტაცია მოიპოვა.

მწვანე კლიმატის ფონდი არის გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფინანსური მექანიზმი და აფინანსებს ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შემარბილებელ და საადაპტაციო ღონისძიებებთან დაკავშირებულ პროექტებს.

​იგი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პარტნიორ ორგანიზაციად განიხილება საქართველოსთვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს