ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ლადო სადღობელაშვილი: ხელისუფლების დღევანდელი, ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა - არ ავყვეთ პროვოკაციებს, არ გავხდეთ სხვისი ომების პოლიგონი და შევინარჩუნოთ მშვიდობა - ერთადერთი ლოგიკური არჩევანია ამ ქაოსში. ეს არ არის ვინმეს შიში, ეს არის უმაღლესი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა

ლადო სადღობელაშვილი: ხელისუფლების დღევანდელი, ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა - არ ავყვეთ პროვოკაციებს, არ გავხდეთ სხვისი ომების პოლიგონი და შევინარჩუნოთ მშვიდობა - ერთადერთი ლოგიკური არჩევანია ამ ქაოსში. ეს არ არის ვინმეს შიში, ეს არის უმაღლესი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მსოფლიო რუკა გადაკეთების პროცესშია და ვინც ამას ვერ ხედავს, ან ბრმაა, ან შეგნებულად უწევს იგნორირებას რეალობას! რუმინეთის პარლამენტის ნაბიჯები მოლდოვასთან მიმართებით, ევროპული ბიუროკრატიის ხშირად გაუთვლელი და ხისტად მიღე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მსოფლიო რუკა გადაკეთების პროცესშია და ვინც ამას ვერ ხედავს, ან ბრმაა, ან შეგნებულად უწევს იგნორირებას რეალობას! რუმინეთის პარლამენტის ნაბიჯები მოლდოვასთან მიმართებით, ევროპული ბიუროკრატიის ხშირად გაუთვლელი და ხისტად მიღე…

მსოფლიო რუკა გადაკეთების პროცესშია და ვინც ამას ვერ ხედავს, ან ბრმაა, ან შეგნებულად უწევს იგნორირებას რეალობას! რუმინეთის პარლამენტის ნაბიჯები მოლდოვასთან მიმართებით, ევროპული ბიუროკრატიის ხშირად გაუთვლელი და ხისტად მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა გამოც, საბოლოო ჯამში, დარტყმის ქვეშ ისევ ჩვენნაირი, გეოპოლიტიკურად მოწყვლადი ქვეყნები დგებიან - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, როცა დასავლეთიდან გვაკრიტიკებენ და ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო გვსჯიან, ხოლო ჩრდილოეთიდან ანექსიით გვემუქრებიან, ერთადერთი სწორი გზა საკუთარი ინტერესების გარშემო ჩაკეტვაა.

მისი შეფასებით, ხელისუფლების მიერ გატარებული ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც პროვოკაციების თავიდან არიდებასა და მშვიდობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, არსებული ვითარების გათვალისწინებით სწორი არჩევანია.

„ მსოფლიო რუკა გადაკეთების პროცესშია და ვინც ამას ვერ ხედავს, ან ბრმაა, ან შეგნებულად უწევს იგნორირებას რეალობას!

- რუმინეთის პარლამენტის ნაბიჯები მოლდოვასთან მიმართებით, ევროპული ბიუროკრატიის ხშირად გაუთვლელი და ხისტად მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა გამოც, საბოლოო ჯამში, დარტყმის ქვეშ ისევ ჩვენნაირი, გეოპოლიტიკურად მოწყვლადი ქვეყნები დგებიან.

- ამ ფონზე, კრემლიდან მყისიერად აქტიურდება საუბრები სამაჩაბლოს (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) შესაძლო მიერთებაზე. ეს არ არის შემთხვევითი მინიშნებები — ეს არის პირდაპირი დასტური იმისა, რომ დიდ თამაშებში პატარა სახელმწიფოებს ხშირად საზარბაზნე ხორცად და სავაჭრო მონეტად განიხილავენ.

- ბოლო წლებში აშკარა გახდა ერთი მარტივი ჭეშმარიტება - სხვისი დღის წესრიგით სიარულს, იქნება ეს ჩრდილოეთი თუ დასავლეთი, ქვეყანა ყოველთვის უმძიმეს შედეგებამდე მიჰყავს. როცა დასავლეთიდან გვაკრიტიკებენ და ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო გვსჯიან, ხოლო ჩრდილოეთიდან ანექსიით გვემუქრებიან, ერთადერთი სწორი გზა საკუთარი ინტერესების გარშემო ჩაკეტვაა.

- ხელისუფლების დღევანდელი, ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა - არ ავყვეთ პროვოკაციებს, არ გავხდეთ სხვისი ომების პოლიგონი და შევინარჩუნოთ მშვიდობა - ერთადერთი ლოგიკური არჩევანია ამ ქაოსში. ეს არ არის ვინმეს შიში, ეს არის უმაღლესი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა.

- აღარ გვაქვს ილუზიების დრო.

სხვისი ომების ჩვენს მიწაზე გადმოტანა და "იდეოლოგიური ერთგულების" გამო ტერიტორიების საბოლოო დაკარგვის რისკის ქვეშ დაყენება არის დანაშაული.

- გამოსავალი არის: ჩვენი ქვეყანა ჩვენვე გვეკუთვნის! არც რუსეთი და არც ევროპა ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს და არც ჩვენს უსაფრთხოებას დაიცავს საკუთარი ინტერესების საზიანოდ.

- საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ - წერს სადღობელაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს