ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ნიკოლოზ სამხარაძე – ევროსაბჭოში ზუსტად ის პარტიები და ჯგუფები არიან , რომლებიც საქართველოს ევროპარლამენტში უტევენ, ერთ თარგზე მოჭრილი პოლიტიკაა

ნიკოლოზ სამხარაძე – ევროსაბჭოში ზუსტად ის პარტიები და ჯგუფები არიან , რომლებიც საქართველოს ევროპარლამენტში უტევენ, ერთ თარგზე მოჭრილი პოლიტიკაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროსაბჭოს რეზოლუციაში მოყვანილი არ არის პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, პოლიციელების დაშავება, არჩევნებში ჩარევა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისივ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროსაბჭოს რეზოლუციაში მოყვანილი არ არის პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, პოლიციელების დაშავება, არჩევნებში ჩარევა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისივ…

ევროსაბჭოს რეზოლუციაში მოყვანილი არ არის პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, პოლიციელების დაშავება, არჩევნებში ჩარევა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუციებსა და დოკუმენტებს არანაირი დატვირთვა არ აქვს.

„რა თქმა უნდა, ეს ერთ თარგზე მოჭრილი პოლიტიკაა. ევროსაბჭოში ზუსტად ის პარტიები და ჯგუფი არიან წარმოდგენილნი, რომლებიც საქართველოს უტევენ ევროპარლამენტში. სხვათა შორის, ეს ადამიანები სხვა ასამბლეებშიც ცდილობენ, რომ იგივე პროცესები გაატარონ. ეს მიზანმიმართული შეტევაა, რადგან არც ერთი ფაქტი, რომელიც მათ მოყვანილი აქვთ, ვერ და არ დასტურდება. რეზოლუციაში მოყვანილი არ არის პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, პოლიციელების დაშავება, არჩევნებში ჩარევა და ა.შ. ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ რა მიზეზით წერენ ამ რეზოლუციებს, ამ დოკუმენტებს არანაირი დატვირთვა არ აქვს“, – განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ოთხმა კი თავი შეიკავა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს