ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

ოთარ ჭულუხაძე: ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არის ერთგვარი სატყუარა პოტენციური წევრი ქვეყნებისთვის, რათა მათ თავისი გეოპოლიტიკური მიზნები განახორციელონ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ისინი შეარბილებენ ტონს. მათთვის ჩვენ ვართ რჯულგანდგომილები, რომლებმაც გავბედეთ და ისეთ საკრალურს, როგორიც არის ევროკავშირი მათთვის, კრიტიკის თვალით შევხედეთ

ოთარ ჭულუხაძე: ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არის ერთგვარი სატყუარა პოტენციური წევრი ქვეყნებისთვის, რათა მათ თავისი გეოპოლიტიკური მიზნები განახორციელონ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ისინი შეარბილებენ ტონს. მათთვის ჩვენ ვართ რჯულგანდგომილები, რომლებმაც გავბედეთ და ისეთ საკრალურს, როგორიც არის ევროკავშირი მათთვის, კრიტიკის თვალით შევხედეთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არის ერთგვარი სატყუარა პოტენციური წევრი ქვეყნებისთვის, რათა მათ თავისი გეოპოლიტიკური მიზნები განახორციელონ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ისინი შეარბილებენ ტონს. მათთვის ჩვენ ვა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არის ერთგვარი სატყუარა პოტენციური წევრი ქვეყნებისთვის, რათა მათ თავისი გეოპოლიტიკური მიზნები განახორციელონ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ისინი შეარბილებენ ტონს. მათთვის ჩვენ ვა…

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არის ერთგვარი სატყუარა პოტენციური წევრი ქვეყნებისთვის, რათა მათ თავისი გეოპოლიტიკური მიზნები განახორციელონ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ისინი შეარბილებენ ტონს. მათთვის ჩვენ ვართ რჯულგანდგომილები, რომლებმაც გავბედეთ და ისეთ საკრალურს, როგორიც არის ევროკავშირი მათთვის, კრიტიკის თვალით შევხედეთ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ანალიტიკოსმა ოთარ ჭულუხაძემ.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ევრობიუროკრატები გარკვეულ სიფრთხილეს მაინც ინარჩუნებენ საქართველოსთან ურთიერთობაში, თუმცა იმის მოლოდინი, რომ ისინი ტონს შეარბილებენ არავის უნდა ჰქონდეს.

„ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არის ერთგვარი სატყუარა პოტენციური წევრი ქვეყნებისთვის, რათა მათ თავისი გეოპოლიტიკური მიზნები განახორციელონ. ეს არის უკრაინა, რომელიც რეალურად ახორციელებს ამ მიზანს. ევროკავშირისთვის ის არის ფარი რუსეთის წინააღმდეგ. დიდ გეოპოლიტიკურ სურათში მათ სჭირდებათ ქვეყნები, რათა თავისი უშუალო ეგოისტური ინტერესები დაიკმაყოფილონ. ვგულისხმობ პოლიტიკურ ეგოიზმს, გეოპოლიტიკურ ეგოიზმს. როდესაც ჩვენ, ჩვენი მხრივ ვაჩვენებთ პოლიტიკურ ეგოიზმს, რომ ჩვენ არ გვინდა თქვენი პოლიტიკური ეგოიზმის მსხვერპლები გავხდეთ, შემდეგ ისინი აგრძელებენ ორმაგი სტანდარტებით ოპერირებას.

ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, რათა აქ პოლიტიკური ვითარება აემტუტებინათ და გაეცუდებინათ. როცა დაინახეს, რომ ეს არ ხდებოდა, მოგვცეს სტატუსი. ანუ ისინი გარკვეულ სიფრთხილეს მაინც ინარჩუნებენ ჩვენს მიმართ, რადგან გარკვეულ სარგებელს ჩვენგან ნახულობენ - ეს არის დერეფნის თემა, ეს არის იაფი მუშახელი, ის, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის დერეფანი და ა.შ. თუმცა ისინი კბილს გვისინჯავენ და ეს ასე გაგრძელდება. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ რამე სახით ისინი შეარბილებენ ტონს. მათთვის ჩვენ ვართ რჯულგანდგომილები, რომლებმაც გავბედეთ და ისეთ საკრალურს, როგორიც არის ევროკავშირი მათთვის, კრიტიკის თვალით შევხედეთ.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ევროპა არ უდრის ევროკავშირს. საკუთრივ ევროკავშირსაც ჰყავს თავის კრიტიკოსები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, რომელიც საერთოდ გამოვიდა იქიდან“, - განაცხადა ოთარ ჭულუხაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს