ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

თამარ ჩიბურდანიძე: ევროსაბჭოს რეზოლუცია ემსახურება მხოლოდ შავ პროპაგანდას ქართველ ხალხზე, არადა, რა ტყუილად ირჯებიან

თამარ ჩიბურდანიძე: ევროსაბჭოს რეზოლუცია ემსახურება მხოლოდ შავ პროპაგანდას ქართველ ხალხზე, არადა, რა ტყუილად ირჯებიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროსაბჭოს რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ის მიმართულია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ შავი პროპაგანდის გავრცელებისკენ. “პიარი საზოგადოებრივი აზრის სწორ კვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროსაბჭოს რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ის მიმართულია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ შავი პროპაგანდის გავრცელებისკენ. “პიარი საზოგადოებრივი აზრის სწორ კვ…

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროსაბჭოს რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ის მიმართულია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ შავი პროპაგანდის გავრცელებისკენ.

“პიარი საზოგადოებრივი აზრის სწორ კვლევას ეფუძნება და თუკი ევროპელები მარტო ოპოზიციის მიერ მიწოდებულ ყალბ კვლევებს არ ეყრდნობიან, უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მათი უსამართლო რეზოლუციები მათსავე შავ პიარს ემსახურება”- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ამ დროის მანძილზე ევროპელი ლიდერები უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ ქართველი საზოგადოება მსგავს გზავნილებს კრიტიკულად აღიქვამს და ისინი რეალურ შედეგს ვერ იძლევა.

„ევროსაბჭოს რეზოლუციებს რომ ქართველი ხალხი უკვე ორი ყურის პრინციპით უსმენს, ამაში აქამდე უნდა დარწმუნებულიყვნენ ევროპელი ლიდერები. მერამდენე მცდელობაა ეს და მერამდენე იმედგაცრუება იქნება მათთვის. ევროსაბჭოს სხდომიდან ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების პანელურმა ფოტომ კი, საბჭოთა პერიოდის ბრეჟნევის დელეგაციების ფოტო გამახსენა.

სიმართლე ის არის, რომ ევროსაბჭოს მორიგი რეზოლუციაც ემსახურება მხოლოდ “შავ პროპაგანდას” ქართველ ხალხზე, არადა, რა ტყუილად ირჯებიან. როგორც ჩანს, პიარ-სტრატეგიაშიც აშკარა კრიზისი აქვთ. პიარი საზოგადოებრივი აზრის სწორ კვლევას ეფუძნება და თუკი ევროპელები მარტო ოპოზიციის მიერ მიწოდებულ ყალბ კვლევებს არ ეყრდნობიან, უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მათი უსამართლო რეზოლუციები მათსავე შავ პიარს ემსახურება.

ევროსაბჭომ რაც არ უნდა დაწეროს, მომავალი არჩევნებიც მშვიდობიანად და სამართლიანად ჩაივლის. ქართველი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ არჩევანს და დაანახებს მსოფლიოს, რომ ნებისმიერი უსამართლო ზეწოლა იმ ერზე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო იდენტობისთვის ბრძოლაში, ფუჭია და მიზანს ვერასოდეს მიაღწევს“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს