ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფართომასშტაბიანი დანაშაულის საქმეზე სასამართლომ 17 დაკავებულს და მიმალვაში მყოფ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფართომასშტაბიანი დანაშაულის საქმეზე სასამართლომ 17 დაკავებულს და მიმალვაში მყოფ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის ფართომასშტაბიან დანაშაულზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. სასამართლომ 17 დაკავებულს და მიმალვაში…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის ფართომასშტაბიან დანაშაულზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. სასამართლომ 17 დაკავებულს და მიმალვაში…

ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის ფართომასშტაბიან დანაშაულზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. სასამართლომ 17 დაკავებულს და მიმალვაში მყოფ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციას და უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. საქმეზე, დაკავების გარეშე ბრალდება წარედგინა 11 ფიზიკურ პირს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყვეს მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენას. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოში რეგისტრირებული 24 იურიდიული პირის მიმართ.

„მოწმეთა ათეულობით ჩვენება - მამხილებელი მტკიცებულებები არსებობს, რომლებიც არამარტო ამ ბრალდებულებს, არამედ სხვა პირებსაც ამხელენ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. ბუნებრივია, ამ მტკიცებულებათა ერთობლიობამ პროკურატურას მისცა შესაძლებლობა, რომ ამ ეტაპზე 55 პირის მიმართ დაეწყო სისხლის სამართლებრივი დევნა“, - განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს