ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ნიკა ობოლაძე: 10 დღის წინ, დებატებზე, კახა კალაძისგან მივიღე პირობა, რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ. ახლა ამ დაპირებას შეასრულებენ. კარგია რომ ასრულებენ სიტყვას

ნიკა ობოლაძე: 10 დღის წინ, დებატებზე, კახა კალაძისგან მივიღე პირობა, რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ. ახლა ამ დაპირებას შეასრულებენ. კარგია რომ ასრულებენ სიტყვას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვალდებული ვარ აღვნიშნო რომ კარგია რომ ასრულებენ სიტყვას და იმედი დავიტოვო რომ მომავალშიც გააგრძელებენ აზრის გათვალისწინებას
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვალდებული ვარ აღვნიშნო რომ კარგია რომ ასრულებენ სიტყვას და იმედი დავიტოვო რომ მომავალშიც გააგრძელებენ აზრის გათვალისწინებას

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საზოგადოებას დიდი დიღმის მოსახლეობისთვის სატრანსპორტო სიახლე გააცნო და აღნიშნა, რომ დიდ დიღომში, N321 მარშრუტზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება.

ობოლაძის თქმით, მან დებატების დროს თბილისის მერისგან მიიღო დაპირება, რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ. ობოლაძე აღნიშნავს მერის მხრიდან სიტყვის შესრულების ფაქტს და იმედს იტოვებს, მომავალშიც გააგრძელებენ აზრის გათვალისწინებას.

„10 დღის წინ, დებატებზე ჩემი შეკითხვის პასუხად, კახა კალაძისგან მივიღე პირობა რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ.

(თუმცა მანამდე კვირები ვსაუბრობდი ამ ამბავზე, თავი არავის შეუწუხებია)

ახლა როგორც ჩანს, ამ დაპირებას შეასრულებენ

ვალდებული ვარ აღვნიშნო რომ კარგია რომ ასრულებენ სიტყვას და იმედი დავიტოვო რომ მომავალშიც გააგრძელებენ აზრის გათვალისწინებას.“- წერს ობოლაძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს