ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

პრემიერი: წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში მყოფი 31 ქალაქი, რაც არის შესაბამისი ქალაქების 65%, დარჩენილ 17 ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებიც მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება

პრემიერი: წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში მყოფი 31 ქალაქი, რაც არის შესაბამისი ქალაქების 65%, დარჩენილ 17 ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებიც მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • წყალმომარაგების მიმართულებით ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

წყალმომარაგების მიმართულებით ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უ…

წყალმომარაგების მიმართულებით ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკვე დასრულებულია კონკრეტული პროექტები, რომელთა საფუძველზეც 24-საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია დამატებით 3 ქალაქი.

„წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია დღევანდელი მდგომარეობით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში მყოფი 31 ქალაქი, რაც არის შესაბამისი ქალაქების 65%. დარჩენილ 17 ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებიც დასრულდება მომავალი წლის ბოლომდე.

გაფორმდა ხელშეკრულება აზიის განვითარების ბანკთან. ეს არის სასესხო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ძირითადად სასოფლო დასახლებებში წყალმომარაგების უზრუნველყოფას. შედეგად, 100-ზე მეტ ლოკაციაზე განხორციელდება 400 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია წყალმომარაგებაში და ამ ყველაფრის შედეგად წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი 150 000-ზე მეტი ბენეფიციარი. უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები აქედან 12 პროექტზე“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს