ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

პრემიერი: ქვეყნის მასშტაბით, გრძელდება საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა, 11 მეწყრულ უბანზე დამონტაჟდა თანამედროვე მონიტორინგის აპარატურა, დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 59 000 ჰექტრით, განხორციელდა ტყის აღდგენა-განაშენიანების ღონისძიებები 3 355 ჰექტარ ფართობზე, მკაცრი ზომები გატარდა ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ

პრემიერი: ქვეყნის მასშტაბით, გრძელდება საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა, 11 მეწყრულ უბანზე დამონტაჟდა თანამედროვე მონიტორინგის აპარატურა, დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 59 000 ჰექტრით, განხორციელდა ტყის აღდგენა-განაშენიანების ღონისძიებები 3 355 ჰექტარ ფართობზე, მკაცრი ზომები გატარდა ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა გარემოს დაცვის მიმართულებით, გრძელდება საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა გარემოს დაცვის მიმართულებით, გრძელდება საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიუ…

ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა გარემოს დაცვის მიმართულებით, გრძელდება საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად განისაზღვრა მყინვარულ და პერიგლაციალურ პროცესებთან დაკავშირებული რისკები და მაღალი რისკის შემცველი უბნები.

„ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ და, რა თქმა უნდა, ეს შეფასება, საბოლოო ჯამში, მოგვცემს გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი ტიპის რისკების დაზღვევის შესაძლებლობას. 11 მეწყრულ უბანზე დამონტაჟდა თანამედროვე მონიტორინგის აპარატურა.

ასევე მუშავდება მდინარეთა სააუზო მართვის გეგმები: შემუშავდა ალაზან-იორის გეგმა, მომზადდა რიონისა და ენგურის სააუზო გეგმების პროექტები. მნიშვნელოვნად გაფართოვდა წყლის რესურსების მონიტორინგის სახელმწიფო ქსელი. განთავსდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურები ფოთში, ოზურგეთში, თაზაქენთსა და ზესტაფონში - ზესტაფონში ორი ასეთი სადგური განთავსდა,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში, დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 59 000 ჰექტრით.

„გაგრძელდა მუშაობა დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და განვითარების მიმართულებით. დაარსდა რაჭის დაცული ლანდშაფტი და გაფართოვდა რაჭის ეროვნული პარკი, გაფართოვდა არაგვის დაცული ლანდშაფტი, განხორციელდა კვლევები სვანეთის, ლეჩხუმისა და კახეთის დაცული ტერიტორიების დაარსებასთან დაკავშირებით. ჯამში, საანგარიშო პერიოდში, დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 59 000 ჰექტრით.

ტყის აღრიცხვის სამუშაოები განხორციელდა 126 000 ჰექტარ ფართობზე. მოეწყო 10-კილომეტრზე მეტი სიგრძის და რეაბილიტირდა 89 კილომეტრი სიგრძის სატყეო გზა. განხორციელდა ტყის აღდგენა-განაშენიანების ღონისძიებები 3 355 ჰექტარ ფართობზე. მკაცრი ზომები გატარდა ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც მივაღწიეთ გასული 1 წლის განმავლობაში. ტყის უკანონო ჭრა იყო ძალიან მძიმე და მანკიერი პრაქტიკა, მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო ეს პრობლემა და ამ კუთხით მივაღწიეთ პრინციპულ გარდატეხას საანგარიშო პერიოდის განმავლობაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს