ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

ირაკლი კობახიძე: ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3 არის გამოყოფილი, ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პროგრამებზე დანახარჯებმა გადააჭარბა 2,2 მილიარდ ლარს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი, ეს თავისთავად მეტყველებს ამ მიმართულების პრიორიტეტულობაზე ჩვენი ხელისუფლებისთვის

ირაკლი კობახიძე: ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3 არის გამოყოფილი, ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პროგრამებზე დანახარჯებმა გადააჭარბა 2,2 მილიარდ ლარს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი, ეს თავისთავად მეტყველებს ამ მიმართულების პრიორიტეტულობაზე ჩვენი ხელისუფლებისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებას, მთლიანობაში ბიუჯეტი, რაც არის გამოყოფილი ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, არის სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3 და ეს თავისთავად მეტყველებს ამ მიმართულების პრიორიტეტულობაზე ჩვენი ხელისუფლების…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებას, მთლიანობაში ბიუჯეტი, რაც არის გამოყოფილი ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, არის სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3 და ეს თავისთავად მეტყველებს ამ მიმართულების პრიორიტეტულობაზე ჩვენი ხელისუფლების…

რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებას, მთლიანობაში ბიუჯეტი, რაც არის გამოყოფილი ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, არის სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3 და ეს თავისთავად მეტყველებს ამ მიმართულების პრიორიტეტულობაზე ჩვენი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პროგრამებზე დანახარჯებმა გადააჭარბა 2,2 მილიარდ ლარს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი.

„შედარებისთვის, 2012 წელს ჯანდაცვის პროგრამებზე იხარჯებოდა 371 მილიონი ლარი და ახლა გადავაჭარბეთ 2 მილიარდ 200 მილიონ ლარს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოსთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

მე დეტალურად აღარ გავყვები იმ პროგრამებს, რომლებიც ხორციელდება, დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, გაგრძელებული ცალკეული პროგრამებით, რომლებსაც თითოეულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ამ პროგრამების შედეგად 72-დან 76 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში. 2012 წელს იყო 72.1 და გაიზარდა საშუალო მაჩვენებელი 76 წლამდე და ეს არის იმ მასშტაბური ინვესტიციების შედეგი, რომელიც ხორციელდება ჯანდაცვის და ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით.

წარმატებით გრძელდება ყველა ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება. გრძელდება ასევე მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრა, რაც ფასების კონტროლისთვის არის მნიშვნელოვანი. ამჟამად რეფერენტული ფასები მოიცავს 313 ნივთიერების 7521 მედიკამენტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს