ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

პრემიერი: 2012 წლის შემდეგ საქართველოში პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა 206 000-ით, 30%-ით და ძალიან მარტივია ამ მიზეზის ახსნა - ნულოვანი ზრუნვა წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანების მიმართ, ჯანდაცვის კუთხით, სოციალური კუთხით და ზრუნვის მაჩვენებელი არის რადიკალურად გაზრდილი

პრემიერი: 2012 წლის შემდეგ საქართველოში პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა 206 000-ით, 30%-ით და ძალიან მარტივია ამ მიზეზის ახსნა - ნულოვანი ზრუნვა წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანების მიმართ, ჯანდაცვის კუთხით, სოციალური კუთხით და ზრუნვის მაჩვენებელი არის რადიკალურად გაზრდილი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გასული წლის შემდეგ, ახალი ბიუჯეტით, პენსიები გაიზარდა 517 მილიონი ლარით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, ნახევარ მილიარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გასული წლის შემდეგ, ახალი ბიუჯეტით, პენსიები გაიზარდა 517 მილიონი ლარით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, ნახევარ მილიარ…

გასული წლის შემდეგ, ახალი ბიუჯეტით, პენსიები გაიზარდა 517 მილიონი ლარით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, ნახევარ მილიარდზე მეტი დაემატა ბიუჯეტს პენსიების ნაწილში.

„პირველად გადააჭარბა ამ მიმართულებით ბიუჯეტმა 5 მილიარდ ლარს, რამაც მოგვცა პენსიების გაზრდის შესაძლებლობა 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20 ლარით, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის 45 ლარით. შესაბამისად, პენსია შეადგენს წლევანდელი ბიუჯეტის მიხედვით 370 და 495 ლარს, მაღალმთიან რეგიონებში შესაბამისად 444 და 594 ლარს.

მუდმივად იზრდება პენსიონერების რაოდენობა, რაც იმის გაგრძელებაა, რომ გაიზარდა საშუალო ასაკი. გასული წლის განმავლობაში პენსიონერების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა 24 200 პენსიონერით. ეს გვიმცირებს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ პენსია, თუმცა, ბუნებრივია, მთავარი არის ის, რომ იზრდება მოსახლეობის საშუალო ასაკი. ეს არის ჩვენი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების წარმატებული განხორციელების შედეგი.

მთლიანობაში, 2012 წლის შემდეგ საქართველოში პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა 206 000-ით, 30%-ით და ძალიან მარტივია ამ მიზეზის ახსნა. ნულოვანი ზრუნვა წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანების მიმართ, ჯანდაცვის კუთხით, სოციალური კუთხით და ზრუნვის მაჩვენებელი არის რადიკალურად გაზრდილი. სწორედ ამან მოგვცა შედეგად ის, რომ პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა საშუალო ასაკით და გაიზარდა პენსიონერების რაოდენობა 30%-ით, 683 000 პენსიონერიდან 889 000 პენსიონერამდე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს