ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი კობახიძე: მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის 31 ობიექტზე, დასრულებულია 30 ობიექტის რეაბილიტაცია და კონსერვაცია, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გელათის ტაძარს და სამონასტრო კომპლექსს, ლევილში სრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები

ირაკლი კობახიძე: მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის 31 ობიექტზე, დასრულებულია 30 ობიექტის რეაბილიტაცია და კონსერვაცია, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გელათის ტაძარს და სამონასტრო კომპლექსს, ლევილში სრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მნიშვნელოვნად გაიზარდა კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. პრემიერ-მინისტრის თქმით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მნიშვნელოვნად გაიზარდა კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. პრემიერ-მინისტრის თქმით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული…

მნიშვნელოვნად გაიზარდა კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „შემოქმედებითი საქართველო“ და მის მიერ დაფინანსდა 1 000-მდე პროექტი.

„ასევე მუზეუმებში განხორციელდა 566 საგანმანათლებლო პროგრამა. შეივსო მუზეუმების ფონდები: ეროვნულ მუზეუმს დაემატა 213, ხოლო სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას 2025 ახალი ექსპონატი. მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის 31 ობიექტზე, დასრულებულია 30 ობიექტის რეაბილიტაცია და კონსერვაცია. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გელათის ტაძარს და სამონასტრო კომპლექსს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა ამ მიმართულებით და მინდა, ყველა ჩართულ პირს გადავუხადო მადლობა ამისათვის. განხორციელდა 21 არქიტექტურული ობიექტის კვლევითი და კონსერვაციული სამუშაოები. განხორციელდა არაერთი მუზეუმისა და კულტურული ობიექტის მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში იქნა შეტანილი იუნესკოს მიერ, რაც იყო მნიშვნელოვანი მიღწევა. ლევილში სრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს არის ის ძირითადი საკვანძო საკითხები, რაც მინდოდა აღმენიშნა კულტურის სამინისტროს მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს