ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ირაკლი კობახიძე: კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით გასული წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ხელშესახები და ფუნდამენტური შედეგები, რაც დაეტყო მთლიანად გარემოს ჩვენს ქვეყანაში, ოპონენტებს ჰგონიათ, რომ პოლიცია ურმით უნდა ებრძოდეს კრიმინალს, თუმცა ასე არ არის, საჭიროა მანქანების შეძენა

ირაკლი კობახიძე: კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით გასული წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ხელშესახები და ფუნდამენტური შედეგები, რაც დაეტყო მთლიანად გარემოს ჩვენს ქვეყანაში, ოპონენტებს ჰგონიათ, რომ პოლიცია ურმით უნდა ებრძოდეს კრიმინალს, თუმცა ასე არ არის, საჭიროა მანქანების შეძენა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მნიშვნელოვნად გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი და საანგარიშო პერიოდში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული ქვეყნიდან, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მნიშვნელოვნად გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი და საანგარიშო პერიოდში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული ქვეყნიდან, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიე…

მნიშვნელოვნად გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი და საანგარიშო პერიოდში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული ქვეყნიდან, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

„საორიენტაციოდ არის 20 000-მდე არალეგალი მიგრანტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ ნულამდე დავიყვანოთ ეს მაჩვენებელი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კვლევის თანახმად, საქართველო რჩება პირველ კალათაში ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. განახლდა ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ავტოპარკი შეივსო 597 ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ჩვენს ოპონენტებს ჰგონიათ, რომ პოლიცია ურმით უნდა ებრძოდეს კრიმინალს, თუმცა ნუ ასე არ არის, საჭიროა, რა თქმა უნდა, მანქანების შეძენა. მიმდინარეობს 16 შენობის რეაბილიტაცია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით გასული წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ხელშესახები და ფუნდამენტური შედეგები, რაც დაეტყო მთლიანად გარემოს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს