ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 2

პრემიერი: წლის ბოლომდე დასრულდება 60-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გამოცხადებულია ან წლის ბოლომდე გამოცხადდება 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობის ან რეაბილიტაციის ტენდერი, მიმდინარეობს 100 სკოლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამოცხადებულია ან წლის ბოლომდე გამოცხადდება კიდევ 100 სკოლის ტენდერი, გაისად დაგეგმილი გვაქვს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება 200 სკოლაზე

პრემიერი: წლის ბოლომდე დასრულდება 60-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გამოცხადებულია ან წლის ბოლომდე გამოცხადდება 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობის ან რეაბილიტაციის ტენდერი, მიმდინარეობს 100 სკოლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამოცხადებულია ან წლის ბოლომდე გამოცხადდება კიდევ 100 სკოლის ტენდერი, გაისად დაგეგმილი გვაქვს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება 200 სკოლაზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც ბაღებისთვის, ისე სკოლებისთვის ტიპური პროექტების შემუშავებაზე, რაც დაზოგავს პროექტირებისთვის განკუთვნილ თანხებს და ასევე კორუფციის დაზღვევისთვის არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, - განაცხადა ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც ბაღებისთვის, ისე სკოლებისთვის ტიპური პროექტების შემუშავებაზე, რაც დაზოგავს პროექტირებისთვის განკუთვნილ თანხებს და ასევე კორუფციის დაზღვევისთვის არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, - განაცხადა ს…

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც ბაღებისთვის, ისე სკოლებისთვის ტიპური პროექტების შემუშავებაზე, რაც დაზოგავს პროექტირებისთვის განკუთვნილ თანხებს და ასევე კორუფციის დაზღვევისთვის არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე დასრულდება 60-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ასევე, მიმდინარეობს 100 სკოლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა ჯამური ბიუჯეტი 400 მილიონ ლარზე მეტია.

„ამჟამად მიმდინარეობს ტიპური პროექტების შემუშავება 5 განსხვავებული მოცულობისთვის, საბავშვო ბაღების მიმართულებით. 80 საბავშვო ბაღზე მიმდინარეობს სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, მთლიანად 200 მილიონია ამის ბიუჯეტი. წლის ბოლომდე დასრულდება 60-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია. გამოცხადებულია ან წლის ბოლომდე გამოცხადდება 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობის ან რეაბილიტაციის ტენდერი.

რაც შეეხება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, აქ იყო სერიოზული პრობლემები თავის დროზე განათლების სამინისტროში, იყო შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ესიდა“, სადაც იყო ხარვეზები და, საბოლოო ჯამში, მივიღეთ გადაწყვეტილება ამ კომპონენტის ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადატანის თაობაზე. ამან გარკვეული დრო წაიღო, იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა რაც მთავარია, სისტემა გადაიხედა და ახლა უკვე სწრაფ ტემპში იქნება უზრუნველყოფილი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება. აქაც მიმდინარეობს ტიპური პროექტების შემუშავება 10 განსხვავებულ მოცულობაზე, 10 განსხვავებული მოცულობის სკოლებისთვის. მიმდინარეობს 100 სკოლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჯამური ბიუჯეტი არის 400 მილიონ ლარზე მეტი. გამოცხადებულია ან წლის ბოლომდე გამოცხადდება 100 სკოლის ტენდერი, აქედან 70 არის რეაბილიტაცია და 30 არის ახალი სკოლის მშენებლობა. გაისად დაგეგმილი გვაქვს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება 200 სკოლაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს