ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

ირაკლი კობახიძე: დასრულდა 150 მსჯავრდებულზე გათვლილი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა რუსთავში, ციფრული უნივერსიტეტი მოქმედებს 6 დაწესებულებაში, ეს არის ახალი სტანდარტი, რაც არის დამკვიდრებული სასჯელაღსრულების სისტემაში, გახსოვთ, სად ვიყავით 2012 წლამდე და სად არის დღეს სასჯელაღსრულების სისტემა, რამდენად ფუნდამენტურია პროგრესი ამ სფეროში

ირაკლი კობახიძე: დასრულდა 150 მსჯავრდებულზე გათვლილი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა რუსთავში, ციფრული უნივერსიტეტი მოქმედებს 6 დაწესებულებაში, ეს არის ახალი სტანდარტი, რაც არის დამკვიდრებული სასჯელაღსრულების სისტემაში, გახსოვთ, სად ვიყავით 2012 წლამდე და სად არის დღეს სასჯელაღსრულების სისტემა, რამდენად ფუნდამენტურია პროგრესი ამ სფეროში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დასრულდა 150 მსჯავრდებულზე გათვლილი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა რუსთავში. ციფრული უნივერსიტეტი მოქმედებს 6 დაწესებულებაში. მსჯავრდებულთა დასაქმების არეალის გასაფართოებლად სასჯელაღსრულების დაწესებულე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დასრულდა 150 მსჯავრდებულზე გათვლილი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა რუსთავში. ციფრული უნივერსიტეტი მოქმედებს 6 დაწესებულებაში. მსჯავრდებულთა დასაქმების არეალის გასაფართოებლად სასჯელაღსრულების დაწესებულე…

დასრულდა 150 მსჯავრდებულზე გათვლილი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა რუსთავში. ციფრული უნივერსიტეტი მოქმედებს 6 დაწესებულებაში. მსჯავრდებულთა დასაქმების არეალის გასაფართოებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვითარდება აგრარული მიმართულება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეტაურმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში გაშენდა 5 ახალი კენკროვანი ბაღი ციხეებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

„ამჟამად მოქმედებს დასაქმების 11 პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემაში. 2025 წელს განხორციელდა 50-ზე მეტი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა და სწავლება-ტრენინგი, რომელშიც 919 მსჯავრდებული ჩაერთო. წელს, მაისის მდგომარეობით, განხორციელდა 50-ზე მეტი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა და სწავლება-ტრენინგი, რომელშიც 725 მსჯავრდებული ჩაერთო.

ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტარდებოდა სპორტული ფესტივალები, ასეთი ფესტივალი ჩატარდა 8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2025 წელს. ეს არის ახალი სტანდარტი, რაც არის დამკვიდრებული სასჯელაღსრულების სისტემაში. თქვენ გახსოვთ, სად ვიყავით 2012 წლამდე და სად არის დღეს სასჯელაღსრულების სისტემა, რამდენად ფუნდამენტურია პროგრესი ამ სფეროში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს