ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ირაკლი ზარქუა ოპოზიციას: თქვენც და დანარჩენი უსამშობლოებიც, რომლებიც უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებთ, ალბათ, ბედნიერები იქნებოდით, აქ ბომბები რომ ცვიოდეს, ფრონტის ხაზები გვქონდეს გახსნილი

ირაკლი ზარქუა ოპოზიციას: თქვენც და დანარჩენი უსამშობლოებიც, რომლებიც უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებთ, ალბათ, ბედნიერები იქნებოდით, აქ ბომბები რომ ცვიოდეს, ფრონტის ხაზები გვქონდეს გახსნილი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ დარბაზში კანონმდებლებმა შეკითხვები დასვეს. უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთმანეთში რეპლიკებიც გაცვალეს. უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ დარბაზში კანონმდებლებმა შეკითხვები დასვეს. უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთმანეთში რეპლიკებიც გაცვალეს. უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კო…

პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ დარბაზში კანონმდებლებმა შეკითხვები დასვეს. უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთმანეთში რეპლიკებიც გაცვალეს.

უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი, მაშინ იქნებიან კმაყოფილები, საქართველოში ბომბები რომ ცვიოდეს და ფრონტის ხაზი იყოს გახსნილი.

ზარქუას თქმით, ოპოზიციის წევრები სიგიჟეებს იგონებენ, თუმცა არგუმენტირებულ პრეტენზიებს ვერ ასახელებენ.

"ალბათ, თქვენც და დანარჩენი უსამშობლოებიც, რომლებიც უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებთ, ალბათ, ბედნიერები და კმაყოფილები იქნებოდით, აქ ბომბები რომ ცვიოდეს, აქ ფრონტის ხაზები გვქონდეს გახსნილი, ყოველ დღე ვფიქრობდეთ იმისთვის, მეორე დღე გაუთენდება თუ არა საქართველოს.

ალბათ მაშინ იქნებოდით კმაყოფილი, თქვენც და დანარჩენებიც, ვინც იქ დგანან და რევოლუციას უწყობს საკუთარ ქვეყანას. აბა ერთი არგუმენტი ვერ ვნახე, სიგიჟეებს იგონებთ, ერთი პრეტენზია ვერ დაასახელეთ. კმაყოფილი რატომ ხართო? დიახ, კმაყოფილები ვართ. პრემიერმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შევამცირეთ ეს უმუშევრობა, შემცირდა ეს შეჭირვებული ოჯახების რაოდენობა, მაინც ბევრია გამოწვევა და ამაზე ილაპარაკა. ამაზე ვთქვით.

მე წალენჯიხელი ვარ და ვნახეთ თქვენი კოალიციური მმართველობა ჩემს რაიონში. განახლებული რეგიონების თემაში, ყველა მუნიციპალიტეტმა ფული დაიმატა და თქვენ ისიც ვერ აითვისეთ, ეს არის თქვენი მმართველობის სტილი. კიდევ აქ გამოდიხართ და ხმამაღლა ლაპარაკობთ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს