ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ლევან მაჭავარიანი გახარიას გუნდის წევრებს: მშვიდობის ფასს რომ ახსენებთ, კარგად დაფიქრდით, ვის ესაუბრებით

ლევან მაჭავარიანი გახარიას გუნდის წევრებს: მშვიდობის ფასს რომ ახსენებთ, კარგად დაფიქრდით, ვის ესაუბრებით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გახარიას გუნდის წევრებს მიმართა და მოუწოდა, მშვიდობაზე საუბრისას, კარგად დაფიქრდნენ, ვის ესაუბრებიან. ლევან მაჭავარიანის განმარტებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გახარიას გუნდის წევრებს მიმართა და მოუწოდა, მშვიდობაზე საუბრისას, კარგად დაფიქრდნენ, ვის ესაუბრებიან. ლევან მაჭავარიანის განმარტებ…

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გახარიას გუნდის წევრებს მიმართა და მოუწოდა, მშვიდობაზე საუბრისას, კარგად დაფიქრდნენ, ვის ესაუბრებიან.

ლევან მაჭავარიანის განმარტებით, წნეხის, ზეწოლის და შანტაჟის მიუხედავად, "ქართულმა ოცნება" ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეენარჩუნებინა, ამაში კი ოპოზიციის არცერთ წევრს წვლილი არ შეუტანია.

უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი გახარიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პარტიის წევრებს, "გადაგდებაზე" საუბრისას, იმაზე დაფიქრება მართებთ, რამდენი ადამიანი "გადააგდო" მათმა ლიდერმა და როგორი ზნის მქონე ადამიანს ემორჩილებიან.

"მშვიდობის ფასს რომ ახსენებთ, კარგად დაფიქრდით, ვის ესაუბრებით. ბოლო 4 თუ 5 წლის განმავლობაში, მიუხედავად უზარმაზარი წნეხის, ზეწოლის, შანტაჟის, პირველ რიგში ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, ბატონ ირაკლი კობახიძეზე, მთელ ჩვენს გუნდზე, "ქართული ოცნების" თითოეულ ჯარისკაცზე, კბილებით დავიჭირეთ და ისე გავიტანეთ, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და მაგაში გვერდში არავინ არ დაგვიდექით. სიტყვა "გადამგდებს" რომ ახსენებთ, ჯერ დაფიქრდით გიორგი გახარიაზე, რამდენი ადამიანი და რამდენი თავისი ძველი თანაგუნდელი ჰყავს გადაგდებული. იმასაც გაგახსენებთ, რომ 2021 წლის არჩევნები იყო და პატარა ბავშვებიც გადააგდო, ვინც ამუშავა და ტელეფონს არ პასუხობდა. ეგეც კარგად დაიმახსოვრეთ, როგორი ხასიათის და ზნის ადამიანს ემორჩილებით", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს