ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

ირაკლი კობახიძე: ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, დაკავშირებული ვართ არაერთი სტრატეგიული პროექტით, ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო იაფ გაზთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე, გვემუქრებოდნენ კიდეც, რომ გაგვიჭირდებოდა ამ ხელშეკრულების გაგრძელება, თუმცა რეალურად სათანადო პირობებით გაგრძელდა ეს ხელშეკრულება

ირაკლი კობახიძე: ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, დაკავშირებული ვართ არაერთი სტრატეგიული პროექტით, ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო იაფ გაზთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე, გვემუქრებოდნენ კიდეც, რომ გაგვიჭირდებოდა ამ ხელშეკრულების გაგრძელება, თუმცა რეალურად სათანადო პირობებით გაგრძელდა ეს ხელშეკრულება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, დაკავშირებული ვართ არაერთი სტრატეგიული პროექტით, მათ შორის თურქეთთან ერთად და ამ რეჟიმში გაგრძელდება მომავალშიც თანამშრომლობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, დაკავშირებული ვართ არაერთი სტრატეგიული პროექტით, მათ შორის თურქეთთან ერთად და ამ რეჟიმში გაგრძელდება მომავალშიც თანამშრომლობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,…

ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, დაკავშირებული ვართ არაერთი სტრატეგიული პროექტით, მათ შორის თურქეთთან ერთად და ამ რეჟიმში გაგრძელდება მომავალშიც თანამშრომლობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს გაზის მიღების ორი ძირითადი წყარო აქვს - აზერბაიჯანი და რუსეთი, თუმცა მთავარი წყარო არის აზერბაიჯანი და აზერბაიჯანულ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულებები უზრუნველყოფს, რომ გაზის ძირითად შემომტანად რჩება აზერბაიჯანი.

„ეს ხელშეკრულებები ეხება გარანტიებს მოცულობასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვან გარანტიებს ფასებთან დაკავშირებით. არასწორად იყო ნათქვამი, თითქოს 40%-ით გაიზარდა „გაზპრომის“ წილი. ამის მესამედითაც არ გაზრდილა წილი, ეს შემიძლია გითხრათ სრული დარწმუნებით. რაც შეეხება იმას, თუ რას მოვაწერეთ ხელი აზერბაიჯანთან, არის ეს ახალი ხელშეკრულება, თუ გაგრძელება - ალბათ კითხვა ეხებოდა იაფ გაზთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას. ფორმალურად ეს არის ახალი ხელშეკრულება, თუმცა არის რეალურად იმ 20-წლიანი ხელშეკრულების გაგრძელება და არსებითად ანალოგიური პირობებით გაგრძელდა ეს ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე იყო დადებული. ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ვიღაცები გვემუქრებოდნენ კიდეც, რომ გაგვიჭირდებოდა ამ ხელშეკრულების გაგრძელება, თუმცა რეალურად სათანადო პირობებით გაგრძელდა ეს ხელშეკრულება და კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ისე ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს. მოიაზრებს თუ არა ეს ხელშეკრულებები ჩვენი სატრანსპორტო პოტენციალის დათმობას - არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, დაკავშირებული ვართ არაერთი სტრატეგიული პროექტით, მათ შორის თურქეთთან ერთად და ამ რეჟიმში გაგრძელდება მომავალშიც თანამშრომლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს