ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

გიორგი შარაშიძე ირაკლი კობახიძეს: როგორ უყურებთ ამ ანექსიურ პროცესს და რას აპირებთ იმისთვის, რომ ამ პროცესს სათანადო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეთ?

გიორგი შარაშიძე ირაკლი კობახიძეს: როგორ უყურებთ ამ ანექსიურ პროცესს და რას აპირებთ იმისთვის, რომ ამ პროცესს სათანადო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეთ?
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეთანხმებით თუ არა გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს ვინმეს მიმართ ბოდიში აქვს მოსახდელი? - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ირაკლი კ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეთანხმებით თუ არა გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს ვინმეს მიმართ ბოდიში აქვს მოსახდელი? - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ირაკლი კ…

ეთანხმებით თუ არა გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს ვინმეს მიმართ ბოდიში აქვს მოსახდელი? - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ირაკლი კობახიძეს დაუსვა შეკითხვა, რომელიც პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.

შარაშიძემ კითხვები საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით დასვა.

„საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ კითხვა. ამ თემას, სამწუხაროდ, თქვენს ანგარიშში მხოლოდ რამდენიმე წუთი დაუთმეთ, რაც, თავისთავად, უკვე მეტყველებს თქვენს დამოკიდებულებაზე ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად არ იყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე პრემიერის ანგარიში. რაც შეეხება კითხვას, თქვენ ახსენეთ, რომ პრაგმატულ პოლიტიკას ატარებთ რუსეთის მიმართ და მინდა შეგახსენოთ, რა არის ამ თქვენი ე.წ. პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რაც სულ ახლახან, 9 მაისს დაიწყო კრემლში, სადაც პუტინსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას და მას შემდეგ, ფორსირებული ტემპით, პუტინის უშუალო მონაწილეობით ხდება ჩვენი ტერიტორიის ანექსია, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის წესების უხეში დარღვევა, რაზეც თქვენ აქამდე არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაგიკეთებიათ. იქნებ განმარტოთ, ზოგადად როგორ უყურებთ ამ ანექსიურ პროცესს და რას აპირებთ იმისთვის, რომ ამ პროცესს სათანადო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეთ?

კიდევ მინდა ბოდიშთან დაკავშირებით გკითხოთ, ეთანხმებით თუ არა იმ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს ვინმეს მიმართ ბოდიში აქვს მოსახდელი? თუ ეთანხმებით იმას, იქნებ გვითხრათ, ვის მიმართ აქვს კონკრეტულად ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი? კიდევ მაქვს კითხვა თქვენს საყვარელ „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით, რომელიც თურმე ომში ჩართვისკენ მოგიწოდებდათ, იქნებ ახლა მაინც გახადოთ საჯარო, მართლა ყველას აინტერესებს, ვინ იყო რეალურად ის ადამიანი, ვინც „დიფ სთეითიდან“ გირეკავდათ და ომში ჩართვას გთხოვდათ?“ - აღნიშნა შარაშიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს