ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

ქეთევან ბაკარაძე: ჩორჩანას ეპიზოდი იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდა. დღეს ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია მიმდინარეობს როდესაც ინარჩუნებთ დუმილის პოზიციას, ეს ოკუპანტის და აგრესორის სასიკეთოდ მოქმედებს

ქეთევან ბაკარაძე: ჩორჩანას ეპიზოდი იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდა. დღეს ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია მიმდინარეობს როდესაც ინარჩუნებთ დუმილის პოზიციას, ეს ოკუპანტის და აგრესორის სასიკეთოდ მოქმედებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თქვენ 2022 წელს აღნიშნეთ, რომ საოკუპაციო ხაზთან, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ნამყოფიც არ იყავით! მოტივიც არ იცოდით, თუ რატომ უნდა ჩასულიყავით იქ, თუმცა პირობა დადეთ, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი ამ მანდატით ჩახვიდოდით - ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თქვენ 2022 წელს აღნიშნეთ, რომ საოკუპაციო ხაზთან, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ნამყოფიც არ იყავით! მოტივიც არ იცოდით, თუ რატომ უნდა ჩასულიყავით იქ, თუმცა პირობა დადეთ, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი ამ მანდატით ჩახვიდოდით - ა…

თქვენ 2022 წელს აღნიშნეთ, რომ საოკუპაციო ხაზთან, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ნამყოფიც არ იყავით! მოტივიც არ იცოდით, თუ რატომ უნდა ჩასულიყავით იქ, თუმცა პირობა დადეთ, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი ამ მანდატით ჩახვიდოდით - ამასობაში ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესი მოხდა - მაინტერესებს, რამდენჯერ ხართ ნამყოფი პრემიერ-მინისტრის რანგში საოკუპაციო ხაზთან და კონკრეტულად რა ლოკაციაზე? - ამ შეკითხვით ირაკლი კობახიძეს ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა ქეთევან ბაკარაძემ მიმართა.

ბაკარაძემ აღნიშნა, რომ სუს-ის ანგარიშში ბორდერიზაციის 60 და ადამიანის გატაცების 70 ფაქტია ასახული. შესაბამისად, მან პრემიერს კითხვით მიმართა, თუ რა ინსტრუმენტით და მექანიზმით შეუძლია ბორდერიზაციის შეჩერება.

“თქვენ საოკუპაციო ხაზთან საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმას დანაშაულად აცხადებთ. საუბარი მაქვს ჩორჩანას ეპიზოდზე. ამ ფონზე არაერთი საპოლიციო საგუშაგო უნდა დაგედგათ. ჩორჩანას ეპიზოდი იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდა. დღეს ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია მიმდინარეობს, რაც დანაშაულია. როდესაც ინარჩუნებთ დუმილის პოზიციას, ეს ოკუპანტის და აგრესორის სასიკეთოდ მოქმედებს.

ანგარიშში წერთ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებას უთმობთ. კონკრეტულად რა ქმედებები განახორციელეთ სირიასა და ვენესუელაში რეჟიმების ცვლილების შემდეგ, რათა მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება უკან წაეღოთ?

როდესაც დასავლეთთან ურთიერთობები დაძაბულია და კრიზისშია, რა კონკრეტული მექანიზმი გაქვთ არაღიარების პოლიტიკის შესანარჩუნებლად?“ - მიმართა ბაკარაძემ ირაკლი კობახიძეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს