ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

პრემიერი რომანოვების სასახლეზე: განვითარების ფონდიდან ეკონომიკის სამინისტრომ წამოიღო ეს აქტივი და ვფიქრობთ მთლიანად ამ რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებაზე, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ სახელმწიფომ მიიღოს მაქსიმალური მოგება და გარდა ამისა, უნდა გავუფრთხილდეთ რომანოვების სასახლეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი ჩვენთვის

პრემიერი რომანოვების სასახლეზე: განვითარების ფონდიდან ეკონომიკის სამინისტრომ წამოიღო ეს აქტივი და ვფიქრობთ მთლიანად ამ რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებაზე, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ სახელმწიფომ მიიღოს მაქსიმალური მოგება და გარდა ამისა, უნდა გავუფრთხილდეთ რომანოვების სასახლეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი ჩვენთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რაც შეეხება ბორჯომის შემოვლით გზას, ჩვენ ვიწყებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ეს კვლევა გვიჩვენებს, რა მიმართულებით შეიძლება წავიდეთ, დაველოდოთ ამ კვლევის მონაცემებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რაც შეეხება ბორჯომის შემოვლით გზას, ჩვენ ვიწყებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ეს კვლევა გვიჩვენებს, რა მიმართულებით შეიძლება წავიდეთ, დაველოდოთ ამ კვლევის მონაცემებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…

რაც შეეხება ბორჯომის შემოვლით გზას, ჩვენ ვიწყებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ეს კვლევა გვიჩვენებს, რა მიმართულებით შეიძლება წავიდეთ, დაველოდოთ ამ კვლევის მონაცემებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა, მათ შორის რომანოვების სასახლესთან დაკავშირებით.

რაც შეეხება რომანოვების სასახლეს, თქვენ იცით, რომ განვითარების ფონდიდან ეკონომიკის სამინისტრომ წამოიღო ეს აქტივი და ვფიქრობთ მთლიანად ამ რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებაზე, ეს არის ლიკანის სასტუმრო და მათ შორის რომანოვების სასახლე. რა თქმა უნდა, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ სახელმწიფომ მიიღოს მაქსიმალური მოგება და გარდა ამისა, უნდა გავუფრთხილდეთ, რომანოვების სასახლეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი ჩვენთვის. დანარჩენი დეტალები დაზუსტდება უკვე სამუშაო პროცესში“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა სტადიონებთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურული სამუშაოების ვადებს. სტადიონებს რაც შეეხება, ტექნიკურ სტადიონებს, მათი ნაწილი დაწყებული ან მაქსიმუმ ერთ თვეში დაიწყება უკვე სამუშაოები. მულტიფუნქციურს რაც შეეხება, ტენდერები გამოცხადდება და შემდეგ სათანადო ვადებში წარიმართება სამუშაოები. კარწახის გზას რაც შეეხება, 2027 წელს გვაქვს ამ გზის დასრულება დაგეგმილი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს