ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 4

ირაკლი კობახიძე: 2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, მუშაობა მიმდინარეობს გაზიფიკაციის საკითხზეც, ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი 2012 წელს იყო 37.8 პროცენტი, 2024 წელს გაიზარდა 98.8 პროცენტამდე და 2027 წლისთვის დაფარვის მაჩვენებელი იქნება 100 პროცენტი

ირაკლი კობახიძე: 2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, მუშაობა მიმდინარეობს გაზიფიკაციის საკითხზეც, ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი 2012 წელს იყო 37.8 პროცენტი, 2024 წელს გაიზარდა 98.8 პროცენტამდე და 2027 წლისთვის დაფარვის მაჩვენებელი იქნება 100 პროცენტი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მუშაობა მიმდი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მუშაობა მიმდი…

2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მუშაობა მიმდინარეობს

გაზიფიკაციის საკითხთან დაკავშირებითაც და უახლოეს მომავალში დაზუსტდება შესაბამისი სოფლების ნუსხა და განხორციელდება გაზიფიკაცია უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში.

„რაც შეეხება წყალმომარაგებას, 2027 წლისთვის იქნება დაფარული წყალმომარაგებით, უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი, ყველა ის ქალაქი, რომელიც შედის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის ზონაში. აქ არ შედის რამდენიმე დიდი ქალაქი, აჭარის მუნიციპალური ცენტრები. 48-ვე ქალაქი იქნება დაფარული 2027 წლის ბოლოსთვის.

რაც შეეხება გაზიფიკაციას, ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა, რომ საბოლოოდ გავიაროთ იმ სოფლების ნუსხა, სადაც მიზანშეწონილია გაზის შეყვანა და აქ, რა თქმა უნდა, კრიტერიუმი იქნება ხარჯთეფექტიანობა, დანახარჯის და ეფექტის თანაფარდობა და ა.შ. აუცილებლად უახლოეს მომავალში დაზუსტდება შესაბამისი სოფლების ნუსხა და სადაც მიიღება გადაწყვეტილება, იქ ყველგან განხორციელდება გაზიფიკაცია უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს გეგმაც მოგვიანებით დაზუსტდება.

და რაც შეეხება ინტერნეტიზაციას, 2012 წელს ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი იყო 37.8 პროცენტი. უკვე 2024 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 98.8 პროცენტამდე და 2027 წლისთვის დაფარვის მაჩვენებელი იქნება 100 პროცენტი, ანუ 2027 წელს იქნება უზრუნველყოფილი სრული დაფარვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს