ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ივანე აბაშიძე: სწორედ პროფესიონალი მეზღვაურები ქმნიან საფუძველს იმ საზღვაო ეკონომიკისთვის, რომელიც მოიცავს გემების მართვას, საზღვაო მომსახურებებს, ლოგისტიკას, პორტებსა და ზოგადად მთელ სატრანსპორტო ეკოსისტემას

ივანე აბაშიძე: სწორედ პროფესიონალი მეზღვაურები ქმნიან საფუძველს იმ საზღვაო ეკონომიკისთვის, რომელიც მოიცავს გემების მართვას, საზღვაო მომსახურებებს, ლოგისტიკას, პორტებსა და ზოგადად მთელ სატრანსპორტო ეკოსისტემას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ პროფესიის დღეს, რომელიც მხოლოდ სამსახური არ არის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარემ, ივანე აბაშიძემ მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ პროფესიის დღეს, რომელიც მხოლოდ სამსახური არ არის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარემ, ივანე აბაშიძემ მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი…

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ პროფესიის დღეს, რომელიც მხოლოდ სამსახური არ არის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარემ, ივანე აბაშიძემ მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ივანე აბაშიძის განცხადებით, მეზღვაურის პროფესია არის ცხოვრების წესი და დიდი პასუხისმგებლობა. მისივე თქმით, ზღვა ყოველთვის განსაკუთრებულ ადამიანებს იზიდავდა - მათ, ვისაც შესწევთ ძალა, გაუძლონ მკაცრ გამოწვევებს, მიიღონ რთული გადაწყვეტილებები და შეინარჩუნონ სიმშვიდე კრიტიკულ მომენტებში.

„სწორედ ამიტომ, მსოფლიო ვაჭრობის, ენერგეტიკის და მიწოდების ჯაჭვების უკან ხშირად დგას მეზღვაური, რომლის შრომაც ყოველთვის არ ჩანს, მაგრამ რომლის მნიშვნელობაც ყოველდღიურად იგრძნობა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საზღვაო ქვეყანა მხოლოდ გეოგრაფიული მოცემულობა არაა. ეს არის ცოდნა, პროფესიონალიზმი და ადამიანური კაპიტალი. თუ 2012 წელს საქართველოს დაახლოებით 8600 მეზღვაურამდე ჰყავდა, დღეს მათი რაოდენობა 21000-ს აჭარბებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროფესიული ტრანსფორმაცია ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში“, - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, მეზღვაურის პროფესია დღეს მხოლოდ დასაქმება აღარ არის - ეს არის მაღალტექნოლოგიური ცოდნის ექსპორტი, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ქმნის ქვეყნისთვის.

„მისი ნამდვილი ღირებულება კიდევ უფრო დიდია. სწორედ პროფესიონალი მეზღვაურები ქმნიან საფუძველს იმ საზღვაო ეკონომიკისთვის, რომელიც მოიცავს გემების მართვას, საზღვაო მომსახურებებს, ლოგისტიკას, პორტებსა და ზოგადად მთელ სატრანსპორტო ეკოსისტემას. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ძლიერი საზღვაო ინდუსტრია ყოველთვის იწყება ძლიერი მეზღვაურით. სწორედ ამიტომ, პროფესიონალი მეზღვაური ჩვენი ქვეყნის საზღვაო პოტენციალის სრულად რეალიზების მთავარი წინაპირობაა“, - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.

სიტყვით გამოსვლის ივანე აბაშიძემ ასევე აღნიშნა იმ თაობების დამსახურება, რომელთაც ქართველი მეზღვაურის მაღალი პროფესიული რეპუტაცია მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებში შექმნეს. მან ასევე მოქმედ მეზღვაურებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა, მადლობა გადაუხადა ერთგულებისთვის და მშვიდი ზღვა, უსაფრთხო ნაოსნობა და შინ მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს