ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ლევან მახაშვილი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: ვიტყოდი, რომ ყველაფრის მიუხედავად იყო ნაყოფიერი შეხვედრა. მრავალთვიანი ურთიერთობის არქონის ფონზე, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ თითოეული გადაწყვეტილების მოტივაცია, კონტექსტი და ა.შ. აგვეხსნა ბრიუსელისთვის სამართლებრივ დონეზე

ლევან მახაშვილი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: ვიტყოდი, რომ ყველაფრის მიუხედავად იყო ნაყოფიერი შეხვედრა. მრავალთვიანი ურთიერთობის არქონის ფონზე, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ თითოეული გადაწყვეტილების მოტივაცია, კონტექსტი და ა.შ. აგვეხსნა ბრიუსელისთვის სამართლებრივ დონეზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვიტყოდი, რომ ყველაფრის მიუხედავად იყო ნაყოფიერი შეხვედრა. მრავალთვიანი ურთიერთობის არქონის ფონზე, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ თითოეული გადაწყვეტილების მოტივაცია, კონტექსტი და ა.შ. აგვეხსნა ბრიუსელისთვის სამართლებრივ დ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვიტყოდი, რომ ყველაფრის მიუხედავად იყო ნაყოფიერი შეხვედრა. მრავალთვიანი ურთიერთობის არქონის ფონზე, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ თითოეული გადაწყვეტილების მოტივაცია, კონტექსტი და ა.შ. აგვეხსნა ბრიუსელისთვის სამართლებრივ დ…

ვიტყოდი, რომ ყველაფრის მიუხედავად იყო ნაყოფიერი შეხვედრა. მრავალთვიანი ურთიერთობის არქონის ფონზე, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ თითოეული გადაწყვეტილების მოტივაცია, კონტექსტი და ა.შ. აგვეხსნა ბრიუსელისთვის სამართლებრივ დონეზე, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, რომელიც აწუხებს, როგორც ბრიუსელს, ასევე, საქართველოს მხარეს.

„ვიტყოდი, რომ ყველაფრის მიუხედავად იყო ნაყოფიერი შეხვედრა. მრავალთვიანი ურთიერთობის არქონის ფონზე, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ საქმიანად, სამართლებრივი არგუმენტებით გვესაუბრა ყველა იმ დაგროვილ საკითხზე, რაც გასული წლინახევრის განმავლობაში აწუხებს ან ევროკავშირს, აწუხებს საქართველოს ბრიუსელთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ თითოეული გადაწყვეტილების მოტივაცია, კონტექსტი და ა.შ. აგვეხსნა ბრიუსელისთვის სამართლებრივ დონეზე. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული და სამართლიანი დიალოგისთვის ნებისმიერ ფარგლებში ოღონდ საბოლოო ჯამში პოლიტიკური დიალოგის აღდგენა იქნება მნიშვნელოვანია, მათ შორის ამ ტიპის საკითხების უფრო სიღრმისეულად და ნაყოფიერად განხილვისთვის“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საკუთარი პოზიციები წარმოადგინა. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს