ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

გურამ მაჭარაშვილი აშშ-ში FARA-ს გამკაცრებაზე: თურმე, ამერიკასა და ევროპის ქვეყნებისთვის საკუთარი უსაფრთხოების დაცვა საჭიროა და რჩება კითხვა - რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს?

გურამ მაჭარაშვილი აშშ-ში FARA-ს გამკაცრებაზე: თურმე, ამერიკასა და ევროპის ქვეყნებისთვის საკუთარი უსაფრთხოების დაცვა საჭიროა და რჩება კითხვა - რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს?
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას კომენტარი გააკეთა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს FARA-ში არსებუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას კომენტარი გააკეთა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს FARA-ში არსებუ…

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას კომენტარი გააკეთა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს FARA-ში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და უცხოელი მოწინააღმდეგეების მიერ აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის აღკვეთას.

მაჭარაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონი იქნა ინიციირებული და მიღებული, ევროპის ქვეყნებმაც დაიწყეს ანალოგიური კანონების მიღება უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

მისივე თქმით, ამ ფონზე კვლავ აქტუალურია კითხვა, რატომ არ სჭირდება მსგავსი კანონი საქართველოს.

„მას შემდეგ, რაც „ხალხის ძალამ“ 2023 წელს გამჭვირვალობის შესახებ კანონი დააინიცირა, საბოლოოდ კი ამერიკული „ფარას“ კანონის ერთი-ერთში თარგმანი მივიღეთ, ევროპის ქვეყნებშიც დაიწყეს ამ კანონის მიღება. თურმე, საჭიროა, რომ ევროპის ქვეყნებმა საკუთარი უსაფრთხოება დაიცვან, საქართველომ კი არა. ბუნებრივია, ამერიკასაც სჭირდება საკუთარი ქვეყნის დაცვა (გამჭვირვალობის კანონის დახმარებით) უცხო ძალებისგან, მაგრამ რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს? - ეს კითხვა არსებობს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს