ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც "ქართულ ჯიგრულ პონტში" ჯდება. კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც  პოლიტიკური კრიტიკაა და არც "ქართულ ჯიგრულ პონტში" ჯდება. კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა, არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება - კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა, არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება - კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შ…

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა, არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება - კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს

ბერდია, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება, - ასე პასუხობს გახარიას პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას მიერ თენგიზ შარმანაშვილის შესახებ დაწერილ დამცინავ ფეისბუქ-პოსტს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი.

როგორც მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს, სიჭინავამ კარგად იცის, რომ თენგიზ შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის და "რეიტინგისგან სრულიად დაცლილ გახარიებს" ურჩევს, სხვისი დაცინვის ნაცვლად, საკუთარ ლიდერს მიხედონ და გააგებინონ საზოგადოებას, სად არის და რას აკეთებს.

"ძალიან კარგად იცი, ჩვენზე ასაკით ბევრად უფროსი ადამიანი რთულ დაავადებას ებრძვის, თუმცა ეტყობა შენ იმდენად უსამშობლო ხარ, რომ კაცურ სუფრაზეც არავინ გეპატიჟება, თორემ სხვა შემთხვევაში ისიც გეცოდინებოდა, რომ ქართველი კაცისთვის "პახმელიაზე" ყოფნა სირცხვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ სხვისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირება კი ნამდვილად არის.

კოლექტიურო რეიტინგისგან სრულიად დაცლილო გახარიებო, სანამ სხვისი დაცინვით ცდილობთ ყურადღების მიქცევას, იქნებ ჯერ საკუთარ პოლიტიკურ ბანაკს მიხედოთ და თქვენს ლიდერს, გიორგი გახარიას მიხედოთ. საზოგადოებას ძალიან აინტერესებს, სად არის და რას აკეთებს.

პოლიტიკაში აზრთა დაპირისპირება ნორმალურია. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ელემენტარული ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს," - წერს მეტრეველი.

ცნობისთვის, ბერდია სიჭინავამ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილის შესახებ დაწერა: „შარმანაშვილი „პახმელიაზეა“?!“

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს