ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

თორნიკე ჭეიშვილი ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე: საზოგადოება ამ კუთხით ძალიან კარგად არის შეიარაღებული, პირველ ყოვლისა, სიმართლით, რომ იცოდეს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რა მიზნებს ემსახურება ასეთი ყალბ ნარატივზე დაფუძნებული დოკუმენტები თუ განცხადებები

თორნიკე ჭეიშვილი ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე: საზოგადოება ამ კუთხით ძალიან კარგად არის შეიარაღებული, პირველ ყოვლისა, სიმართლით, რომ იცოდეს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რა მიზნებს ემსახურება ასეთი ყალბ ნარატივზე დაფუძნებული დოკუმენტები თუ განცხადებები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამართლებრივი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა არ არის სავალდებულო, მეორე მხრივ, აქვთ იმის იმედი და ერთგვარი განცდა, რომ იქნებ, როგორღაც ქართველ ხალხზე მოახდინონ ზეგავლენა, ამ შანტაჟმა და შანტაჟის ინსტრუმენტებმაზე იმუშაოს, - გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამართლებრივი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა არ არის სავალდებულო, მეორე მხრივ, აქვთ იმის იმედი და ერთგვარი განცდა, რომ იქნებ, როგორღაც ქართველ ხალხზე მოახდინონ ზეგავლენა, ამ შანტაჟმა და შანტაჟის ინსტრუმენტებმაზე იმუშაოს, - გ…

სამართლებრივი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა არ არის სავალდებულო, მეორე მხრივ, აქვთ იმის იმედი და ერთგვარი განცდა, რომ იქნებ, როგორღაც ქართველ ხალხზე მოახდინონ ზეგავლენა, ამ შანტაჟმა და შანტაჟის ინსტრუმენტებმაზე იმუშაოს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე საუბრისას.

მისი შეფასებით, საზოგადოება სამაგალითო სიბრძნეს ავლენს, როდესაც საქმე ასეთი ტიპის რეზოლუციებს ეხება.

„დღეს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავდა კიდეც, რომ 3-4 წლის წინ ერთი განცხადებაც კი, რომელიც შეიძლებოდა, გაკეთებულიყო ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, შეიძლებოდა, საქართველოში გამხდარიყო ძალიან სერიოზული სამოქალაქო მღელვარების საგანი.

ჩვენ ამას დავუპირისპირეთ სიმართლე, შესაბამისი კანონმდებლობა - გამჭვირვალობის, გრანტების შესახებ კანონმდებლობა, რომელიც დღემდე მათ ძალიან არ მოსწონთ და გასაგებია, რატომაც. დღეს საზოგადოება ამ კუთხით ძალიან კარგად არის შეიარაღებული, პირველ ყოვლისა, სიმართლით, რომ იცოდეს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რა მიზნებს ემსახურება ასეთი ყალბ ნარატივზე დაფუძნებული დოკუმენტები თუ განცხადებები, რომლებიც კეთდება ბრიუსელიდან, სტრასბურგიდან თუ სხვა ევროპული დედაქალაქებიდან.

ასე რომ, დღეს შანტაჟის წარმატების რისკი არ არსებობს იმიტომ, რომ ჩვენმა ქვეყანამ, საზოგადოებამ მართლაც არნახული მედეგობა აჩვენა იმასთან მიმართებით, რასაც ჰქვია სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა და რაც მთავარია, სიმართლის მხარეს დადგომა“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს