ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

ბექა ძამაშვილი გახარიას გუნდის ინიციტივაზე: ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია მით უმეტეს, იმ გუნდის მხრიდან, რომლის ხელმძღვანელის გამოც 20 ივნისის საქმეზე სახელმწიფოს მძიმე დარღვევა დაუდგინდა

ბექა ძამაშვილი გახარიას გუნდის ინიციტივაზე: ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია მით უმეტეს, იმ გუნდის მხრიდან, რომლის ხელმძღვანელის გამოც  20 ივნისის საქმეზე სახელმწიფოს მძიმე დარღვევა დაუდგინდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი პარტია "საქართველოსთვის" მიერ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის კრიტიკას ეხმიანება. ძამაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას გუნდის მოთხოვნა, ცვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი პარტია "საქართველოსთვის" მიერ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის კრიტიკას ეხმიანება. ძამაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას გუნდის მოთხოვნა, ცვ…

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი პარტია "საქართველოსთვის" მიერ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის კრიტიკას ეხმიანება.

ძამაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას გუნდის მოთხოვნა, ცვლილებები შეიტანონ კანონმდებლობაში, არარაციონალური და "ღიმილისმომგვრელია", რადგან ეს ინიციატივა სწორედ იმ პოლიტიკური ჯგუფისგან მოდის, რომლის ხელმძღვანელიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი მძიმე დარღვევების მთავარი ფიგურანტია.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ მაშინდელი შს მინისტრის არასწორად დაგეგმილი ოპერაციის გამო, სახელმწიფოს მძიმე შედეგების გამოსწორება მოუწია.

"ეს გაჟღერებული ინიციატივა გახარიას გუნდის მხრიდან არის ნამდვილად ალოგიკური, არარაციონალური და ღიმილისმომგვრელი, რადგან ინიციატორები არიან სწორედ ამ გუნდის წარმომადგენლები. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 20 ივნისის საქმეზე სახელმწიფომ სტრასბურგის სასამართლოში დაადასტურა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი პარლამენტის შტურმს და ასეთ დროს სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, თავი დაიცვას. თუმცა, იმის გამო, რომ მაშინ შს მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა ამ აქციის შეწყვეტის ოპერაციას, ისე დაიგეგმა ეს ოპერაცია, რომ სახელმწიფოს დაუდგინდა დარღვევა, მრავალი დაზარალებული მივიღეთ და სახელმწიფოს მოუწია ევროპული სასამართლოს წინაშე ამ დარღვევების გამოსწორებაზე ზრუნვა," - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ბექა ძამაშვილის თქმით, გახარიას გუნდის მიერ მითითებული კანონმდებლობა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებული არ არის და მათ განცხადებებს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის ხასიათი აქვს.

"შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ის კანონმდებლობა, რომელზეც უთითებს გახარიას გუნდი, ამ შემთხვევაში, არცერთი მათგანი არ არის გასაჩივრებული ევროპულ სასამართლოში, ან სახელმწიფომდე მოსული არ არის ეს საჩივრები. შესაბამისად, ამ ფონზე, როდესაც ევროპულ სასამართლოს მტკიცებულებებზე, ფაქტებზე და სამართალზე დაყრდნობით არ შეუფასებია, ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია; მით უმეტეს, იმ გუნდის მხრიდან, რომლის ხელმძღვანელის გამოისობითაც 20 ივნისის საქმეზე სახელმწიფოს დაუდგინდა მძიმე დარღვევა," - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს