ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ტრაგიკულია ის სურათი, რასაც ვხედავთ, ეს სურათი აჩვენებს ინტელექტის, განათლების, პატრიოტიზმის და კეთილსინდისიერების უკიდურეს დეფიციტს, ჩვენი ამოცანაა, განვაგრძოთ აქტიურად ზრუნვა ქვეყნის განვითარებაზე, შარშანდელი წელი იყო შთამბეჭდავი, მთავარია, გაგრძელდეს ქვეყნის განვითარების ასეთი კურსი და ამაზე სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ტრაგიკულია ის სურათი, რასაც ვხედავთ, ეს სურათი აჩვენებს ინტელექტის, განათლების, პატრიოტიზმის და კეთილსინდისიერების უკიდურეს დეფიციტს, ჩვენი ამოცანაა, განვაგრძოთ აქტიურად ზრუნვა ქვეყნის განვითარებაზე, შარშანდელი წელი იყო შთამბეჭდავი, მთავარია, გაგრძელდეს ქვეყნის განვითარების ასეთი კურსი და ამაზე სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შარშანდელი წელი იყო შთამბეჭდავი, რასაც ადასტურებს მონაცემები ყველა მიმართულებით, მთავარია, გაგრძელდეს ქვეყნის განვითარების ასეთი კურსი და ამაზე რა თქმა უნდა, სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას, - განაცხადა საქართველოს პრემიე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შარშანდელი წელი იყო შთამბეჭდავი, რასაც ადასტურებს მონაცემები ყველა მიმართულებით, მთავარია, გაგრძელდეს ქვეყნის განვითარების ასეთი კურსი და ამაზე რა თქმა უნდა, სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას, - განაცხადა საქართველოს პრემიე…

შარშანდელი წელი იყო შთამბეჭდავი, რასაც ადასტურებს მონაცემები ყველა მიმართულებით, მთავარია, გაგრძელდეს ქვეყნის განვითარების ასეთი კურსი და ამაზე რა თქმა უნდა, სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რომ გააგრძელოს აქტიურად ზრუნვა ქვეყნის განვითარებაზე.

„ტრაგიკულია ის სურათი, რასაც ვხედავთ. ეს სურათი აჩვენებს ინტელექტის უკიდურეს დეფიციტს, განათლების უკიდურეს დეფიციტს და პატრიოტიზმის უკიდურეს დეფიციტს, კეთილსინდისიერების უკიდურეს დეფიციტს. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული მოვლენა და სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ერთ წელიწადში მოახერხეთ საკუთარი საარჩევნო შედეგის განახევრება. ნამდვილად ტრაგიკულია ის უკიდურესი სიმწირე, რასაც თქვენ ავლენთ ამ პოლიტიკურ დისკუსიაში. ელემენტარულად როდესაც პარლამენტში გაქვს ოპოზიციურ ფრაქციასთან დისკუსია ეს უნდა იყოს საინტერესო. შენ არგუმენტებს უნდა დაუპირისპირდეს არგუმენტები, შენ ციფრებს უნდა დაუპირისპირდეს ციფრები, შენ ფაქტებს უნდა დაუპირისპირდეს ფაქტები. არცერთი ციფრი, არცერთი ფაქტი, არცერთი არგუმენტი, არანაირი არაფერი, აი ეს არის ტრაგიკული სახე რაც კიდევ ერთხელ ავლენს ინტელექტის ცოდნის და კეთილსინდისიერების დეფიციტს. რაც შეეხება ჩვენს დღის წესრიგს, ჩვენი ამოცანაა განვაგრძოთ აქტიურად ზრუნვა ქვეყნის განვითარებაზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შარშანდელი წელი იყო შთამბეჭდავი, რასაც ადასტურებს მონაცემები ყველა მიმართულებით. მთავარია, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარების ასეთი კურსი და ამაზე რა თქმა უნდა, სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს