ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს: თავმჯდომარე გაქცეულია გერმანიაში, როცა გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად გაუზრდელი კაცი, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა და ამას საზოგადოება ხედავს

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს: თავმჯდომარე გაქცეულია გერმანიაში, როცა გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად გაუზრდელი კაცი, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა და ამას საზოგადოება ხედავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მართლა ტრაგიკულია, კაცი გაქცეულია გერმანიაში, გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად უზრდელი კაცი, გაუზრდელი კაცი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მართლა ტრაგიკულია, კაცი გაქცეულია გერმანიაში, გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად უზრდელი კაცი, გაუზრდელი კაცი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რო…

მართლა ტრაგიკულია, კაცი გაქცეულია გერმანიაში, გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად უზრდელი კაცი, გაუზრდელი კაცი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც ადამიანი ხელს მოაწერს ჯაშუშობის ხელშეკრულებას, იქვე მთავრდება ქვეყნის შვილობა.

„დღეს ანგარიშში საუბარი მქონდა უამრავ საკითხზე. ელემენტარულად ამ ქვეყნის შვილი ხომ გქვია ფორმალურად მაინც, არ უნდა გაინტერესებდეს რა ხდება ინფრასტრუქტურაში, რა ხდება ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში? არანაირი კითხვა, არანაირი ჩაღრმავება, არაფერი. რატომ? საერთოდ ისინი ვერ აღიქვამენ საკუთარ თავს ამ ქვეყნის შვილებად. ჩემი რჩევა, როგორც კი ხელს მოაწერ ჯაშუშობის ხელშეკრულებას, იქვე მთავრდება შენი ქვეყნის შვილობა. იქ უკვე გამორიცხულია რაიმე გაინტერესებდეს და პირიქით ასეთ ადამიანებს და ჩვენ ამის მაგალითი უამრავი მოგვისმენია, არ უხარიათ სპორტული წარმატება, კულტურის სფეროში წარმატება, ეკონომიკური წარმატება, ეს წყინთ. ასეთია აგენტის და ჯაშუშის ბედი, რისი მაგალითებიც არიან ამ კონკრეტული ფრაქციის წარმომადგენლები.

მართლა ტრაგიკულია, კაცი გაქცეულია გერმანიაში, ამათი თავმჯდომარე და გერმანიიდან რომ გავალებენ უზრდელობას და შენ რომ ასრულებ. გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად უზრდელი კაცი, გაუზრდელი კაცი. რა თქმა უნდა, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა და ამას ხომ საზოგადოება ხედავს. მე ერთი „ტყუილი“ რაც ვთქვი, იყო ის რომ გაუნახევრდათ მათ შედეგი ერთ წელიწადში. აღმოჩნდა ტყუილი, სინამდვილეში სამჯერ და მეტჯერ აქვთ შემცირებული შედეგი. მათ 2024 წლის არჩევნებში მიიღეს 161 521 ხმა და უკვე ერთ წელიწადში, როდესაც ოპოზიციაში კონკურენტი თითქმის აღარ ჰყავდათ და მეტი უნდა აეღოთ ამ დროს, მიიღეს 49 820 ხმა. ხალხი ძალიან კარგად არჩევს აგენტურას და ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს