ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა, საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს მომდევნო ერთი წლის განმავლობაშიც ყველა მიმართულებით ქვეყნის წინსვლაზე, განვითარებაზე და რაც მთავარია, პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ სულსა და გულს ჩავდებთ ამ ქვეყნის განვითარებაში

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა, საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს მომდევნო ერთი წლის განმავლობაშიც ყველა მიმართულებით ქვეყნის წინსვლაზე, განვითარებაზე და რაც მთავარია, პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ სულსა და გულს ჩავდებთ ამ ქვეყნის განვითარებაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ერთია ის მიმართულებები, რაც განეკუთვნება მთავრობის საქმიანობის ძირითად სფეროს, ეს არის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და ბევრი სხვა, რაზეც დღეს გვქონდა ვრცლად საუბარი, მაგრამ ერთ-ერთი საკვანძო და პრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ერთია ის მიმართულებები, რაც განეკუთვნება მთავრობის საქმიანობის ძირითად სფეროს, ეს არის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და ბევრი სხვა, რაზეც დღეს გვქონდა ვრცლად საუბარი, მაგრამ ერთ-ერთი საკვანძო და პრ…

ერთია ის მიმართულებები, რაც განეკუთვნება მთავრობის საქმიანობის ძირითად სფეროს, ეს არის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და ბევრი სხვა, რაზეც დღეს გვქონდა ვრცლად საუბარი, მაგრამ ერთ-ერთი საკვანძო და პრინციპული ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის და მათ შორის მთავრობისთვის არის პოლიტიკური და დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

მისივე თქმით, ამისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და ეს ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი, ქვეყანა ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ პოლიტიკურ სპექტრში ჰყავდეს ჯაშუშები და აგენტურა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა. ამისთვის გადადგმულია პირველი ნაბიჯები და ეს ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი და ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ქვეყანა არის პატარა ქვეყანა, ძალიან ღირსეული, მაგრამ პატარა ქვეყანა, შესაბამისია ჩვენი რესურსებიც, ჩვენი ტერიტორიის თუ მოსახლეობის სიმცირიდან გამომდინარე და ასეთ დროს გამოწვევებიც ბევრია და ასეთ დროს ქვეყანა ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ პოლიტიკურ სპექტრში ჰყავდეს ჯაშუშები და აგენტურა. შესაბამისად, ამ კუთხით არის გადამჭრელი ნაბიჯები გადასადგმელი და რა თქმა უნდა, ამას უნდა დაეთმოს ჩვენი საქმიანობა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.

და ასევე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს მომდევნო ერთი წლის განმავლობაშიც ყველა მიმართულებით ქვეყნის წინსვლაზე, განვითარებაზე და რაც მთავარია, პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ სულს და გულს ჩავდებთ ამ ქვეყნის განვითარებაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს