ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ლევან მაჭავარიანი: ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი და ადამიანის მოთმინებასაც. პირდაპირ დავალება ჰქონდათ მიღებული გახარიას თანამშრომლებს, რომ ბინძური შეურაცხყოფებით უნდა წარმართულიყო მთლიანად ეს პროცესი

ლევან მაჭავარიანი:  ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი და ადამიანის მოთმინებასაც.  პირდაპირ დავალება ჰქონდათ მიღებული გახარიას თანამშრომლებს, რომ ბინძური შეურაცხყოფებით უნდა წარმართულიყო მთლიანად ეს პროცესი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პირდაპირ დავალება ჰქონდათ მიღებული გახარიას თანამშრომლებს, რომ ბინძური შეურაცხყოფებით უნდა წარმართულიყო მთლიანად პროცესი, ბევრი პირადი შეურაცხყოფის მოთმენა მოხდა, უბრალოდ, არის რაღაც საზღვარი, რის მერეც ქართველი კაცი, რა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პირდაპირ დავალება ჰქონდათ მიღებული გახარიას თანამშრომლებს, რომ ბინძური შეურაცხყოფებით უნდა წარმართულიყო მთლიანად პროცესი, ბევრი პირადი შეურაცხყოფის მოთმენა მოხდა, უბრალოდ, არის რაღაც საზღვარი, რის მერეც ქართველი კაცი, რა…

პირდაპირ დავალება ჰქონდათ მიღებული გახარიას თანამშრომლებს, რომ ბინძური შეურაცხყოფებით უნდა წარმართულიყო მთლიანად პროცესი, ბევრი პირადი შეურაცხყოფის მოთმენა მოხდა, უბრალოდ, არის რაღაც საზღვარი, რის მერეც ქართველი კაცი, რაღაცას ვერ მოითმენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

მაჭავარიანის შეფასებით, ის რაც მოხდა ძალიან სამწუხაროა.

„აბსოლუტურად ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი და ადამიანის მოთმინებასაც, მით უმეტეს, ქართველი კაცის მოთმინებას. პირდაპირ დავალება ჰქონდათ მიღებული გახარიას თანამშრომლებს, თანაპარტიელებს გახარიასგან, რომ ბინძური შეურაცხყოფებით უნდა წარმართულიყო მთლიანად ეს პროცესი. მოხდა ძალიან ბევრი პირადი შეურაცხყოფის მოთმენა, უბრალოდ, არის რაღაც ზღვარი, რის მერეც, მით უმეტეს ქართველი კაცი, რაღაცას ვერ მოითმენს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გადაიზარდა მათ მიერ დაგეგმილ სწორედ ამ ინციდენტში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

საქართველოს პარლამენტში დღეს ფიზიკური დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე სიტყვით გამოდიოდა. შარაშიძემ პრემიერ-მინისტრის მისამართით განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან“. შარაშიძის სიტყვით გამოსვლისას, სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძესა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრ გიგა ფარულავას შორის, რაც სხვა დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს