ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ ვეძებთ კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან, ეს არ ნიშნავს, რომ სტრატეგიულ მიზნებს ვანაცვლებთ, ჩვენი არჩევანი ევროკავშირში ინტეგრაციაა, რასაც ფორუმზე დავაფიქსირებ

მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ ვეძებთ კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან, ეს არ ნიშნავს, რომ სტრატეგიულ მიზნებს ვანაცვლებთ, ჩვენი არჩევანი ევროკავშირში ინტეგრაციაა, რასაც ფორუმზე დავაფიქსირებ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს სტრატეგიული არჩევანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ საკითხს გამოსვლისას ცხადად დავაფიქსირებ, – ამის შესახებ სქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ დ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს სტრატეგიული არჩევანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ საკითხს გამოსვლისას ცხადად დავაფიქსირებ, – ამის შესახებ სქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ დ…

საქართველოს სტრატეგიული არჩევანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ საკითხს გამოსვლისას ცხადად დავაფიქსირებ, – ამის შესახებ სქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დისკუსია მულტოვექტორულ დიპლომატიას ეთმობა.

„ეს არის საკითხი, რომელიც რელევანტურია საქართველოსთვის არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობიდან, არამედ, ზოგადად, გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციები სათანადოდ იყოს გაჟღერებული სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვაშენებთ პარტნიორობას, ვეძებთ მჭიდრო კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან, ამის მიზანი ერთადერთია, ის როლი, რომელიც საქართველოს დღეს გამოკვეთილად აქვს რეგიონში და დაკავშირებადობას უკავშირდება, იყოს უფრო ეფექტიანად გამოყენებული. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვანაცვლებთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს და ეს ძალიან ცხადად იქნება დაფიქსირებული ჩემს გამოსვლაში. საქართველოს სტრატეგიული არჩევანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენთვის. ამასაც სათანადოდ გავაჟღერებ“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს