ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

ჭოუ ციენი: ჩვენ მოხარული ვართ, რომ მალე შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისები განხორციელდება. ეს მარშრუტი არა მხოლოდ სამგზავრო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ აქტიურად განავითარებს სატვირთო მომსახურებასაც

ჭოუ ციენი: ჩვენ მოხარული ვართ, რომ მალე შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისები განხორციელდება. ეს მარშრუტი არა მხოლოდ სამგზავრო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ აქტიურად განავითარებს სატვირთო მომსახურებასაც
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოსა და ჩინეთის სატრანსპორტო კავშირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შანხაი-თბილისის რეისები,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოსა და ჩინეთის სატრანსპორტო კავშირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შანხაი-თბილისის რეისები,…

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოსა და ჩინეთის სატრანსპორტო კავშირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შანხაი-თბილისის რეისები, რომლებიც მალე განხორციელდება, არა მხოლოდ სამგზავრო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ აქტიურად განავითარებს სატვირთო მომსახურებასაც.

„პირდაპირი რეისები „საჰაერო ხიდების“ როლს ასრულებს, გეოგრაფიულ მანძილს დროის ეფექტურობად გარდაქმნის და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისთვის ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მალე შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისები განხორციელდება. ეს მარშრუტი არა მხოლოდ სამგზავრო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ აქტიურად განავითარებს სატვირთო მომსახურებასაც.

შანხაი ჩინეთის მჭიდროდ დასახლებულ და ეკონომიკურად განვითარებულ აღმოსავლეთ რეგიონში მდებარეობს, იგი მშპ-ს მიხედვით ჩინეთის ქალაქებს შორის მუდმივად პირველ ადგილზეა და საერთაშორისო ფინანსურ და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს. შანხაი ასევე ჩინეთის საგამოფენო დედაქალაქია, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მრავალ მაღალი დონის საერთაშორისო გამოფენას, რომლებიც ბევრ ძირითად სამრეწველო სფეროს მოიცავენ. ამ გამოფენებს შორისაა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოც (CIIE), რომელშიც საქართველო აქტიურად მონაწილეობს.

შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გახსნით, საქართველოს სულ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ეწვევა, ხოლო ჩინეთის ყველაზე განვითარებული რეგიონებიდან, როგორიცაა იანძის დელტა და ჭუძიანგის დელტა, მეტი ბიზნესმენი ჩამოვა საქართველოში ბაზრის შესასწავლად და პოტენციური თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში ჩინელი მოგზაურების კომფორტის გასაუმჯობესებლად, რეკომენდებულია, რომ შესაბამისი ქართული უწყებები გაეცნონ სხვა ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას და გაზარდონ ჩინურენოვანი ნიშნები და ხმოვანი შეტყობინებები აეროპორტებში.

გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას და ასევე ახალი დიდი საერთაშორისო აეროპორტის აშენებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს გეგმები მალე განხორციელდება, რაც უფრო მყარ საფუძველს ჩაუყრის საქართველოს საავიაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და რეგიონულ საავიაციო ცენტრად ჩამოყალიბებას. ჩინეთი მზადაა, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ინფრასტრუქტურის მშენებლობის მხრივ თანამშრომლობაში", - განაცხადა ელჩმა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს