ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

არჩილ გორდულაძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე: ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას - ეს არ გვჩვევია არც მე და ჩვენი გუნდის არცერთ წევრს, ეს არ არის ჩვენთვის დამახასიათებელი და კიდევ ერთხელ ბოდიში ყველასთან

არჩილ გორდულაძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე: ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას - ეს არ გვჩვევია არც მე და ჩვენი გუნდის არცერთ წევრს, ეს არ არის ჩვენთვის დამახასიათებელი და კიდევ ერთხელ ბოდიში ყველასთან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გუშინ, პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამო, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ყველა ვალდებულია…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გუშინ, პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამო, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ყველა ვალდებულია…

გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გუშინ, პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამო, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ყველა ვალდებულია თავი შეიკავოს, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, რომლის იქითაც თავის შეკავება რთულია.

„ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, არ არის სწორი ასეთი ქმედების ნახვა, რაც გუშინ ვნახეთ. ზოგადად ეს არ გვჩვევია არც მე და ჩვენი გუნდის არცერთ წევრს, ეს არ არის ჩვენთვის დამახასიათებელი და კიდევ ერთხელ ბოდიში ყველასთან.

არსებობს რაღაც ზღვარი, სადამდეც შეგიძლია ადამიანმა ითმინო, არის წითელი ხაზი, რომლის იქითაც ხანდახან თავის შეკავება ძალიან რთულია, რაც რა თქმა უნდა არ შეიძლება, ყველამ თავი უნდა შეიკავოს, პირველ რიგში მეც, მაგრამ გუშინ ეს ვერ მოვახერხე და კიდევ ერთხელ ბოდიში ამისთვის.

სამშაბათიდან დაწყებული, პარასკევის ჩათვლით, ყოველდღიურად, „ნაცსექტის“ განაყოფი პარლამენტში როგორი შეურაცხყოფებით იყო წარმოდგენილი პარლამენტში, ამაზე საზოგადოებას რა თქმა უნდა ინფორმაცია აქვს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

პრემიერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გახარიას პარტიის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს