ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

თავმჯდომარე ქვეყნის რანგში საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს

თავმჯდომარე ქვეყნის რანგში საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თავმჯდომარე ქვეყნის რანგში ვმასპინძლობთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას. დღეს ჩამოვა ყველა დელეგაცია, რათა ხვალ დიდ საერთაშორისო ღონისძიებას ვუმასპინძლოთ, – ამის შესახებ საქართვე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თავმჯდომარე ქვეყნის რანგში ვმასპინძლობთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას. დღეს ჩამოვა ყველა დელეგაცია, რათა ხვალ დიდ საერთაშორისო ღონისძიებას ვუმასპინძლოთ, – ამის შესახებ საქართვე…

თავმჯდომარე ქვეყნის რანგში ვმასპინძლობთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას. დღეს ჩამოვა ყველა დელეგაცია, რათა ხვალ დიდ საერთაშორისო ღონისძიებას ვუმასპინძლოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან აქტიური იყო ასამბლეა.

„თავმჯდომარე ქვეყნის რანგში ვმასპინძლობთ ამ ასამბლეას. დღეს გვქონდა ბიუროს სხდომა, იქნება კომიტეტის სხდომა, რომელსაც ვუძღვებით. მივიღეთ საორგანიზაციო გადაწყვეტილებები ასამბლეასთან დაკავშირებით. ხვალ კი შედგება თავად ასამბლეა, სადაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ათი ქვეყანა მიღებს მონაწილეობას. დელეგაციების ნაწილი უკვე ჩამოსულია, დღეს ჩამოვა ყველა დელეგაცია, რათა ხვალ ვუმასპინძლოთ დიდ საერთაშორისო ღონისძიებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან აქტიური იყო ასამბლეა, მათ შორის მეც, როგორც ასამბლეის პრეზიდენტს, მომიწია რამდენიმე ღონისძიებაში მონაწილეობა ასამბლეის სახელით. ამით გარკვეულწილად გავააქტიურეთ, გავამდიდრეთ ასამბლეის მუშაობა. შემდეგ ეტაპზე უკვე საბერძნეთს გადავცემთ ასამბლეის თავმჯდომარეობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.







როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს