ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ვიკა ფილფანი: მანდატი არ არის ინდულგენცია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისას, არც სპორტული ტიტულებია ძალადობის საშვი, სისტემურ დაუსჯელობას ახალისებს მაღალჩინოსანთა დაუსჯელობა

ვიკა ფილფანი: მანდატი არ არის ინდულგენცია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისას, არც სპორტული ტიტულებია ძალადობის საშვი, სისტემურ დაუსჯელობას ახალისებს მაღალჩინოსანთა დაუსჯელობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ძალადობა იქნება სისტემური, ვიდრე ის არ დაისჯება თავად იმ ადამიანებში და სტრუქტურებში, ვინც ძალადობაზეა პასუხისმგებელი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ვიკა ფილფანი სოციალურ ქსელში წერს .…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ძალადობა იქნება სისტემური, ვიდრე ის არ დაისჯება თავად იმ ადამიანებში და სტრუქტურებში, ვინც ძალადობაზეა პასუხისმგებელი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ვიკა ფილფანი სოციალურ ქსელში წერს .…

ძალადობა იქნება სისტემური, ვიდრე ის არ დაისჯება თავად იმ ადამიანებში და სტრუქტურებში, ვინც ძალადობაზეა პასუხისმგებელი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ვიკა ფილფანი სოციალურ ქსელში წერს.

„26 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თვალწინ მოხდა წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა საქართველოს პარლამენტის წევრებზე, რასაც ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

ძალადობა იქნება სისტემური მანამდე, სანამ ის არ დაისჯება თავად იმ ადამიანებში და სტრუქტურებში, ვინც ძალადობაზეა პასუხისმგებელი.

არც ერთი მანდატი არ არის ინდულგენცია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისას. არც სპორტული ტიტულებია ძალადობის საშვი.

სისტემურ დაუსჯელობას ახალისებს სწორედ მაღალჩინოსანთა დაუსჯელობა!

ქვეყანაში, სადაც კრიმინალები და სამართალდამცავები გვერდიგვერდ სჩადიან ჯგუფურ დანაშაულებს, ამის მთავარი ავტორი არის თავად ხელისუფლება და პარლამენტარები, რომლებიც თავად სჩადიან კრიმინალს!

მზია ამაღლობელი მეორე წელია, ციხეშია, მხოლოდ ერთი მიზეზით – პოლიციელის მუნდირს ამოფარებულ უღირს „კაცს“ შეურაცხყოფაზე სილით უპასუხა!

ხოშტარია ციხეშია მხოლოდ იმიტომ, რომ 100-ლარიან ბანერზე ფლომასტრით არაშეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერა გააკეთა!

20-21 წლის ბიჭები ციხეში არიან მხოლოდ იმიტომ, რომ აქციაზე იდგნენ!“, – წერს ფილფანი.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს