ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

დავით მათიკაშვილი: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის აქტიური შესწავლა ხდება, ექიმები არიან ჩართული, პენიტენციურ დაწესებულებას აქვს რესურსი, თავადაც მოახდინოს შესაბამისი რეაგირება

დავით მათიკაშვილი: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის აქტიური შესწავლა ხდება, ექიმები არიან ჩართული, პენიტენციურ დაწესებულებას აქვს რესურსი, თავადაც მოახდინოს შესაბამისი რეაგირება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულება შესაბამის რეაგირებას ახდენს და ექიმები მის მდგომ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულება შესაბამის რეაგირებას ახდენს და ექიმები მის მდგომ…

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულება შესაბამის რეაგირებას ახდენს და ექიმები მის მდგომარეობას სწავლობენ.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის აქტიური შესწავლა ხდება, ექიმები არიან ჩართული. პენიტენციურ დაწესებულებას საკმაო რესურსი აქვს, რომ თავადაც მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და ახდენს კიდეც. ყველა პატიმარს სახელმწიფო უფასოდ მკურნალობს და არც ხოშტარიაა გამონაკლისი. რა თქმა უნდა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ისიც გაითვალისწინეთ, რამდენი ადამიანი ავადდება, რაც აბსოლუტურად ჩვეულებრივი და გასაგები მოვლენაა. ადამიანები, როგორც პენიტენციური დაწესებულების გარეთ, ასევე, მის შიგნით ავადდებიან და სამედიცინო დახმარების, მომსახურების თვალსაზრისით სახელმწიფო აბსოლუტურად უფასოდ ახდენს მაღალკვალიფიციურ მკურნალობას. როგორც ვიცით, დამატებით სხვა ექიმებიც არიან ჩართული. პატიმარს მოინახულებენ, ამის შემდგომ კიდევ იქნება შეხვედრა და ა.შ.“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება შეწყალების საკითხს, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა.

„შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივა და მისი გადასაწყვეტია. პრეზიდენტის პრეროგატივაში ჩვენ ვერ ჩავერევით, მაგრამ პენიტენციური დაწესებულების, ამ შემთხვევაში, ერთ რიგითი ბინადარის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენად გახდება ამის საფუძველი, პრეზიდენტის გადასაწყვეტია. ამ საფუძვლით რომ იყოს შეწყალება აქტუალური, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა, ვინც პენიტენციურ დაწესებულებაში ავადდება, შეწყალებას უნდა ექვემდებარებოდეს. ეს ასე არ არის, რაც ძალიან კარგად ვიცით“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს