ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 4

გიორგი ვოლსკი: ნანული ჟორჟოლიანის პარტიაში მოწვევით ახალი არაფერია - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შიგნით დაპირისპირებები მოსალოდნელი იყო

გიორგი ვოლსკი: ნანული ჟორჟოლიანის პარტიაში მოწვევით ახალი არაფერია - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შიგნით დაპირისპირებები მოსალოდნელი იყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნანული ჟორჟოლიანის პარტიაში მოწვევით ამაში ახალი არაფერია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციური ალიანსის დაშლის პროცესზე საუბრისას. მისივე თქმით,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნანული ჟორჟოლიანის პარტიაში მოწვევით ამაში ახალი არაფერია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციური ალიანსის დაშლის პროცესზე საუბრისას. მისივე თქმით,…

ნანული ჟორჟოლიანის პარტიაში მოწვევით ამაში ახალი არაფერია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციური ალიანსის დაშლის პროცესზე საუბრისას.

მისივე თქმით, სააკაშვილი ყოველთვის იყო ერთმმართველი და მის გადაწყვეტილებებს ყველა უნდა დამორჩილებოდა. ამან კი ქვეყანაში სადისტური მმართველობის სისტემა გამოიწვია.

„უამრავი გვარები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, რომლებიც ქუჩაში დახვრიტეს. სულ ტყუილ უბრალოდ, რათა წესრიგი დაემყარებინათ. ეს არის სააკაშვილი. დანარჩენებს არ აწყობთ ეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, უამრავი თემაა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ მმართველობაზე უამრავ ეჭვს ქმნის. ამდენად სურთ, სააკაშვილს გამოეცალონ, თუმცა ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართული მომხდარ დანაშაულებში.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შიგნით დაპირისპირებები მოსალოდნელი იყო. გახსოვთ სალომე ზურაბიშვილს ქარტია მისცეს ხელში, რომელსაც ხელი მოუწერა ისეთმა ხალხმა, ვინც უკიდურესი უცენზურობით მოიხსენიებდნენ მას ღია ეთერში.

გვახსოვს, გვარამია ახლახან ტიროდა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მას დემენცია დემენცია აქვს, სახელებს ვერ იხსენებს. ახლა ეს ტირილი მის მიმართ ხისტმა განცხადებებმა შეცვალა. ასე, რომ ეს თამაში შეიძლება განხილული იყოს მრავალნაირად. ეს არის გარკვეული კონსპირაცია. თამაშობენ იმას, რომ ვითომ დაიშალა ალიანსი, სხვადასხვა არიან.

ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს - ამ პოლიტიკური ჯგუფებისა და პიროვნებების არსი არ შეცვლილა. რაც იყო, დღესაც იგივეა. უბრალოდ, მართვის სადავეები არ აქვთ ხელში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს