ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

აკაკი ალადაშვილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე: წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ხდებოდა გარედან სიძულვილის ენის დათესვა, რათა გამოეწვიათ საზოგადოებაში დაპირისპირება. იმიტომ, რომ გახლეჩილი ემორჩილება გარედან შემოსულ დავალებებს. პირველ ივნისს დაიწყო ამ სამმართველომ მუშაობა და საკმაოდ წარმატებულად და შედეგიანად

აკაკი ალადაშვილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე: წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ხდებოდა გარედან სიძულვილის ენის დათესვა, რათა გამოეწვიათ საზოგადოებაში დაპირისპირება. იმიტომ, რომ გახლეჩილი ემორჩილება გარედან შემოსულ დავალებებს. პირველ ივნისს დაიწყო ამ სამმართველომ მუშაობა და საკმაოდ წარმატებულად და შედეგიანად
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პირველ ივნისს დაიწყო ამ სამმართველომ მუშაობა და საკმაოდ წარმატებულად და შედეგიანად. რაც მთავარია, ეს პროცესი, ეს წარმატება, ეს შედეგი ეფუძნება გამჭვირვალობის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, - ასე შეაფასა „დღის „ქრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პირველ ივნისს დაიწყო ამ სამმართველომ მუშაობა და საკმაოდ წარმატებულად და შედეგიანად. რაც მთავარია, ეს პროცესი, ეს წარმატება, ეს შედეგი ეფუძნება გამჭვირვალობის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, - ასე შეაფასა „დღის „ქრ…

პირველ ივნისს დაიწყო ამ სამმართველომ მუშაობა და საკმაოდ წარმატებულად და შედეგიანად. რაც მთავარია, ეს პროცესი, ეს წარმატება, ეს შედეგი ეფუძნება გამჭვირვალობის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, - ასე შეაფასა „დღის „ქრონიკასთან“ საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობა.

მისი თქმით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი ნაბიჯი იყო, პრემიერის ინიციატივით ჯანსაღი დებატების სივრცის გახსნა ტელეეთერებში, შემდეგ კი შსს-ში გაიხსნა ახალი სამმართველო, რომელიც ებრძვის გარედან თავს მოხვეულ შუღლს.

„წლების განმავლობაში გვახსოვს, როგორ მიზანმიმართულად ხდებოდა გარედან შუღლის დათესვა, სიძულვილის ენის დათესვა, რათა გამოეწვიათ საზოგადოებაში დაპირისპირება, გამოეწვიათ მტრობა ქართველებს შორის. შემდეგ გახლეჩილი და ერთმანეთს დაპირისპირებული საზოგადოება „გაყავი და იბატონეს“ პრინციპით ბევრად უფრო ადვილი სამართალია და გააკეთებინებდნენ გარედან იმას, რაც სურთ. იმიტომ, რომ გახლეჩილი და ერთმანეთს გადამტერებული საზოგადოება არ არის ძლიერი საზოგადოება და ემორჩილება გარედან შემოსულ დავალებებს. ჩვენ, ხელისუფლება ამას ყველაფერს ვხედავდით და ეს ყველაფერი კარგად გავაანალიზეთ, რისთვის კეთდებოდა ეს ყველაფერი და შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგა“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს