ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

აკაკი ალადაშვილი: ჩვენ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შიდა ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გვქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა. ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი ორიენტირებულია ქართველ ხალხსა და მის ინტერესებზე

აკაკი ალადაშვილი: ჩვენ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შიდა ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გვქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა. ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი ორიენტირებულია ქართველ ხალხსა და მის ინტერესებზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • არც ქილიკი მაკვირვებს და არც დუმილი, ეს არის აბსურდის და ორმაგი სტანდარტის კლასიკური გამოხატულება. ჩვენ ხან პრო ირანულს გვეძახიან, ხან პრო ჩინურს, ხან სხვა რამე გაახსენდებათ და იმას გვეძახიან. სინამდვილეში ამ გარე დავალე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

არც ქილიკი მაკვირვებს და არც დუმილი, ეს არის აბსურდის და ორმაგი სტანდარტის კლასიკური გამოხატულება. ჩვენ ხან პრო ირანულს გვეძახიან, ხან პრო ჩინურს, ხან სხვა რამე გაახსენდებათ და იმას გვეძახიან. სინამდვილეში ამ გარე დავალე…

არც ქილიკი მაკვირვებს და არც დუმილი, ეს არის აბსურდის და ორმაგი სტანდარტის კლასიკური გამოხატულება. ჩვენ ხან პრო ირანულს გვეძახიან, ხან პრო ჩინურს, ხან სხვა რამე გაახსენდებათ და იმას გვეძახიან. სინამდვილეში ამ გარე დავალებების გამცემებმაც და შიდა რადიკალებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ პირველ რიგში ვართ ქართველი ხალხის ინტერესების გამტარი ხელისუფლება და ჩვენი თითოეული ნაბიჯი გამომდინარეობს ქართველი ხალხის ინტერესებიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საბურთალოს დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა ირანის დელეგაციის სომხეთში ვიზიტზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შიდა ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობა.

„როდესაც ვხედავთ ამ ზემოთ ხსენებულ ქვეყნებთან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები აწყობენ შეხვედრებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს რიტორიკა სადღაც იკარგება. ეს არის ფარსი და სიყალბე. ჩვენ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შიდა ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გვქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა. ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი ორიენტირებულია ქართველ ხალხსა და მის ინტერესებზე.

ყველა თავმოყვარე ქვეყანა ზრუნავს საკუთარი ხალხის ინტერესებზე და შესაბამისად შეხვედრებს აწარმოებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, მითუმეტეს რეგიონის და მეზობლების წარმომადგენლებთან. შესაბამისად ვერანაირ მიზეზს ვერ დაასახელებენ, რის გამოც არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა საქართველოს ირანთან. ოპოზიციის აღქმებში შეიძლება რაღაც მიზეზი იყოს, მაგრამ ფაქტს ვერ დაასახელებენ და რიცხვს ვერ დაასახელებენ, ამიტომ ისვრიან აბსტრაქტულ ფრაზებს“, - აღნიშნა აკაკი ალადაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს