ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმ…

ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„აღინიშნა, საქართველოდან უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობა, რომელიც ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის უმაღლესი და მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნებას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებებით თანამშრომლობას, „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს.

ასევე, განხილულ იქნა სექტორული თანამშრომლობის განვითარება. მინისტრმა ყირგიზ კოლეგას გაეროს უშიშროების საბჭოში 2027-2028 წლების არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა. მაკა ბოჭორიშვილმა ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ორ ქვეყანას შორის შეთანხმებებს სხვადასხვა სფეროში“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს