ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 4

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: სასაცილოა, როდესაც დემონსტრანტების უფლებების დაცვაზე საუბრობს ის პარტია, რომლის ლიდერიც სწორედ აქციის მონაწილეების მიმართ ძალაუფლების გადამეტებაში არის მხილებული და ქვეყნიდან გაქცეულია

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: სასაცილოა, როდესაც დემონსტრანტების უფლებების დაცვაზე საუბრობს ის პარტია, რომლის ლიდერიც სწორედ აქციის მონაწილეების მიმართ ძალაუფლების გადამეტებაში არის მხილებული და ქვეყნიდან გაქცეულია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩემი აზრით, გაქცეული გახარია მათ გარედან დასცინის, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის ინიციატივას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩემი აზრით, გაქცეული გახარია მათ გარედან დასცინის, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის ინიციატივას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შ…

ჩემი აზრით, გაქცეული გახარია მათ გარედან დასცინის, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის ინიციატივას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

მისი თქმით, სასაცილოა, როდესაც დემონსტრანტების უფლებების დაცვაზე საუბრობს ის პარტია, რომლის ლიდერიც სწორედ აქციის მონაწილეების მიმართ ძალაუფლების გადამეტებაში არის მხილებული და ქვეყნიდან გაქცეულია.

„მე მგონი ეს ხალხი, რომელიც დღეს პარტია „საქართველოს“ სახელით პარლამენტშია, უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ ჩემი აზრით, გაქცეული გახარია უბრალოდ გარედან დასცინის. ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლითაც საკუთარ თავს აზიანებენ, რომელიც მათ საწინააღმდეგოდ არის. ამასწინ დააინიციირეს დემონსტრაციებთან დაკავშირებით რაღაც საკითხი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ეხება მათ, მათ ხელმძღვანელს, რომელიც გაქცეულია იმ გამოძიებისგან, რომელიც ეხება ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ. მხილებულია გიორგი გახარია, რომ სწორედ ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც მოხდა დემონსტრაციის დაშლისას მისი ხელმძღვანელობით, ამ საკითხზე მიმდინარეობს სასამართლო გამოძიება და გაქცეულია ეს ადამიანი. მაინც და მაინც ამ საკითხებს რატომ აყენებენ ეს ადამიანები არ ვიცი. ითქვა არაერთხელ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს