ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ლევან მახაშვილი ფიშერზე: არ ვარ დარწმუნებული, რომ ბევრს მოენატრება, პოლარიზაციის თავი დაიხურება და ახალი ელჩის პირობებში, გვექნება შესაძლებლობა არსებითად გადავტვირთოთ ქართულ-გერმანული ურთიერთობები

ლევან მახაშვილი ფიშერზე: არ ვარ დარწმუნებული, რომ ბევრს მოენატრება, პოლარიზაციის თავი დაიხურება და ახალი ელჩის პირობებში, გვექნება შესაძლებლობა არსებითად გადავტვირთოთ ქართულ-გერმანული ურთიერთობები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პეტერ ფიშერმა საქართველოში მისია დაასრულა. გერმანიის ელჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. "მადლობა, ბედნიერად და ნახვამდის“, -წერია მის განცხადებაში იქსზე. ფიშერი გერმანიის ელჩი 2022 წლიდ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პეტერ ფიშერმა საქართველოში მისია დაასრულა. გერმანიის ელჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. "მადლობა, ბედნიერად და ნახვამდის“, -წერია მის განცხადებაში იქსზე. ფიშერი გერმანიის ელჩი 2022 წლიდ…

პეტერ ფიშერმა საქართველოში მისია დაასრულა.

გერმანიის ელჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.

"მადლობა, ბედნიერად და ნახვამდის“, -წერია მის განცხადებაში იქსზე. ფიშერი გერმანიის ელჩი 2022 წლიდან იყო.

"ქართულ ოცნებაში" დღეს გაიხსენეს ელჩის არაერთი ქმედება, რომელიც მმართველი გუნდის შეფასებით, დიპლომატიურ ჩარჩოებს გასცდა და რომელმაც ვენის კონვენცია დაარღვია.

პიტერ ფიშერი ელჩის სტატუსით ახსნა-განმარტებებისთვის რამდენჯერმე დაბარებული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

"ამ ადამიანმა, სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, მის ელჩობის დასრულებით, ნამდვილად კარგად არ დაამახსოვრა საქართველოს მოსახლეობას თავი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ბევრს მოენატრება, თუმცა კარგია, რომ საბოლოო ჯამში, ეს პოლარიზაციის თავი დაიხურება ამ ნაწილში და ახალი ელჩის პირობებში, გვექნება შესაძლებლობა, რომ არსებითად გადავტვირთოთ ქართულ-გერმანული ურთიერთობები. ასევე, ქართულ-ევროკავშირის ურთიერთობებში მაქსიმალურად შევიტანოთ წვლილი. ყოველ შემთხვევაში, აქ მთავარი არის ის, რომ იმედია, დიპლომატების მხრიდან პოლარიზაციის ისტორიის ერთი თავი დაიხურება და უფრო პასუხისმგებლობიანად, კონსტრუქციულად, ვენის კონვენციის დაცვით გავაგრძელებთ ჩვენ დიპლომატებთან ნორმალურ ურთიერთობას", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს