ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ესეც გლობალური ძალების მიერ კოორდინირებულ ერთ-ერთ ქმედებად შეიძლება განვიხილოთ

ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ესეც გლობალური ძალების მიერ კოორდინირებულ ერთ-ერთ ქმედებად შეიძლება განვიხილოთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფაქტი ერთია, საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა აშშ-თან ურთიერთობებზე საუბრისა. მან კომენტარი გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფაქტი ერთია, საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა აშშ-თან ურთიერთობებზე საუბრისა. მან კომენტარი გ…

ფაქტი ერთია, საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა აშშ-თან ურთიერთობებზე საუბრისა.

მან კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ აქტზე, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი კონგრესმენი ჯო უილსონია.

მისივე თქმით, აღნიშნული პოზიტიური დინამიკა შეინიშნება იმის ფონზე, რომ საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე აშშ-თან ურთიერთობები დათბებოდა.

„ასე, რომ ეს ფაქტორი და გარემოება ტრამპის ახალი ადმინისტრაციისთვის ცნობილი იყო, როდესაც დაიწყო პოზიტიური გზავნილების გაჟღერება და პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა.

რაც შეეხება ჯო უილსონს და მის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტებს, ესეც გლობალური ძალების მიერ კოორდინირებულ ერთ-ერთ ქმედებად შეიძლება განვიხილოთ, რადგან ჯო უილსონი არის პოლიტიკოსი, რომელიც ამერიკის შიდა წრეებში სერიოზულად არ აღიქმება. ამიტომ, ასეთი ტიპის ადამიანისგან რაღაც კანონის დაინიცირება, რომელსაც წარმომადგენლობითი პალატა მხარს უჭერს, ამ ფონზე ეს გასაკვირია. ცხადია, რომ მხოლოდ ჯო უილსონის გამო არ ხდება ეს. ეს ხდება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და მძიმეწონიანი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერითა და მათი ხელშეწყობით და არა ჯო უილსონის სურვილით, რომელიც ვიცით, რომ ფინანსდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. ანუ, აქ ჯო უილსონის ფაქტორი არ არის. რა თქმა უნდა, აქ არის სწორედ გლობალური ძალების მიერ კოორდინირებული ქმედება, რომელსაც გაცილებით სხვა მიზნები გააჩნია და არა ის მიზნები, რომელიც ღიად ჟღერდება ამერიკის თუ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებების მიერ“, - განაცხადა სეფაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს