ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

გრიგოლ გეგელია - აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიხეილ ყაველაშვილის წასვლა იქნება კიდევ ერთი ლუსტრაცია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმს დიქტატურებთან საქართველოს მიერთება აქვს გადაწყვეტილი

გრიგოლ გეგელია - აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიხეილ ყაველაშვილის წასვლა იქნება კიდევ ერთი ლუსტრაცია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმს დიქტატურებთან საქართველოს მიერთება აქვს გადაწყვეტილი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ გვახსოვს ამ რეჟიმის სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟიმის პრემიერ-მინისტრი „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ გვერდით. ჩვენ ვიცით, რომ მენტალურად, პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად ამ რეჟიმის ადგილი არის სწორედ თეირანში და სხვა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ გვახსოვს ამ რეჟიმის სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟიმის პრემიერ-მინისტრი „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ გვერდით. ჩვენ ვიცით, რომ მენტალურად, პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად ამ რეჟიმის ადგილი არის სწორედ თეირანში და სხვა…

ჩვენ გვახსოვს ამ რეჟიმის სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟიმის პრემიერ-მინისტრი „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ გვერდით. ჩვენ ვიცით, რომ მენტალურად, პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად ამ რეჟიმის ადგილი არის სწორედ თეირანში და სხვა ავტოკრატიებთან ერთად, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

ამით მან უპასუხა კითხვას, რომელიც ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შესაძლო დასწრებას ეხებოდა. მისი თქმით, გასაკვირი არ იქნება თეირანში მიხეილ ყაველაშვილის წასვლა, არც საქართველოსა და არც დანარჩენი მსოფლიოსთვის, რადგან გეგელიას თქმით, „რეჟიმს მთლიანად საქართველოს ავტორიტარიზაცია და მისი საგარეო პოლიტიკის მიერთება აქვს გადაწყვეტილი ირანთან, რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა დიქტატურებთან“.

„მე ვფიქრობ, რომ არავისთვის გასაკვირი არ იქნება - არც ამ ქვეყანაში და არც მის ფარგლებს გარეთ, ცივილიზებულ მსოფლიოში, თუკი ყაველაშვილს თეირანში ვიხილავთ. ჩვენ გვახსოვს, ამ რეჟიმის სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟიმის პრემიერ-მინისტრი „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ გვერდით. ჩვენ ვიცით, რომ მენტალურად, პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად ამ რეჟიმის ადგილი არის სწორედ თეირანში და სხვა ავტოკრატიებთან ერთად. ყველას გვახსენდება ის კადრი, თუ როგორ იდგა კობახიძე „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ტერორისტი ლიდერების გვერდით. ამიტომ წასვლის შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი ლუსტრაცია იმისა, რომ ამ რეჟიმს მთლიანად საქართველოს ავტორიტარიზაცია და მისი საგარეო პოლიტიკის მიერთება აქვს გადაწყვეტილი ირანთან, რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა დიქტატურებთან, სადაც ის ხედავს საკუთარ ადგილს, სადაც ქართველი ხალხი არ ხედავს საკუთარ ადგილს. ქართველ ხალხს აქვს საკმაოდ მკაფიოდ არჩეული საგარეო პოლიტიკური ვექტორი, ეს არის ევროპული კავშირი, გრიკო-რომაული ცივილიზაცია და ეს არის ის ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ცივილიზებული სამყარო, რომელსაც ჩვენ მივესწრაფვით საუკუნეებია“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს